ლიზბეთ სალანდერი ხომ გახსოვთ? თუმცა რას გეკითხებით. ამ ფრიად საინტერესო ადამიანს თუ იცნობთ, ვერც ვერასდროს დაივიწყებთ. ძალიან მაგარი გოგოა და იმიტომ… მის ფონზე მიქაელ ბლუმკვისტიც კი იჩრდილება (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) და ამბებიც მის ირგვლივ ტრიალებს…
მას შემდეგ რაც სტიგ ლარსონი გარდაიცვალა, ლიზბეთის დაბრუნებას აღარავინ ელოდა, მაგრამ გამოჩნდა დევიდ ლაგერკრანცი (რომელსაც აქამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბიოგრაფიით ვიცნობდით) და აი, თანამედროვე ლიტრატურის ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ისევ ჩვენთანაა და ძველებური შემართებით იბრძვის სამართლიანობის აღსადგენად. ამჯერად მისი მფარველობის ქვეშ აუტისტი ავგუსტი ექცევა, რომელსაც მამა თვალწინ მოუკლეს, მამინაცვალი მასსა და დედამისზე ძალადობს, მაფიამ კი მასზე ნადირობის სეზონი გახსნა… ლიზბეთი ხომ ყოველთვის ასე იქცევა – თავისებურად, მაგრამ მაინც იცავს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება (განსაკუთრებით კი მათ, ვინც ძალადობის მსხვერპლია). ეს გენეტიკური დარღვევაა? მაშინ ძალიან სასარგებლო დარღვევა ყოფილა, ბევრად უფრო სასარგებლო, ვიდრე კამილას – “ლედი ზალას” – დამღუპველი სილამაზე. მერე რა, თუ უმცროსი სალანდერი ყოვლისშემძლე საბედისწერო ქალს ჰგავს, უფროსი კი სუსტ გოგონას… სინამდვილეში ვის რა შეუძლია, ეს ობობას ქსელში გამოჩნდება… და ალბათ კიდევ არაერთხელ მომდევნო წიგნებში…
P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.
მაისი 29, 2017 @ 21:07:08
იჩრდილება, კი. ნამდვილად იჩრდილება. ტრილოგიის (და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ტრილოგიის) მთავარი გმირი კალე კი არა, პეპია 🙂
LikeLiked by 1 person