განცხრომა და დღეები პრუსტთან ერთად

მარსელ პრუსტისა და ჯეიმს ჯოისის სახელების გაგონებისას ყველას “რთული საკითხავი” ახსენდება. “ულისე” და “დაკარგული დროის ძიებაში” მსოფლიო ლიტერატურის ურთულეს ნაშრომებად მიიჩნევა, განსაკუთრებით კი ეს უკანასკნელი (მოცულობიდან გამომდინარე). მისტერ ჯეიმსი უკვე გავიცანი და ლეოპოლდ ბლუმის ისტორია სამომავლოდ გადავდე. ახლა კი დადგა დრო, რომ ბატონ მარსელსაც შევხვედროდი – ასევე “საცდელად”.

“განცხრომა და დღეები” პრუსტმა 25 წლის ასაკში გამოსცა (ცნობილ სერიამდე 17 წლით ადრე) და, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი “შესავალია” (“დუბლინელებივით”). აქ ვერ ნახავთ ვრცელ ამბებს (რაც ჩემთვის ყოველთვის მინუსია), თუმცა აუცილებლად იგრძნობთ, რომ მწერალი, რომელმაც ეს მოკლე მოთხრობები ასე ოსტატურად დაწერა, რაღაც ბევრად უფრო მასშტაბურისთვის ემზადებოდა. სხვაგვარად არც შეიძლებოა – მან ხომ თავისი ასაკისთვის საკმაოდ ძლიერი პერსონაჟებითა და თემებით დაიწყო (სიკვდილის გააზრება, “დაცემული” ქალის ფიქრები, საზოგადოება, “ჩვეულებრივ” კაცზე შეყვარებული ქალის სახე, ეჭვიანი კაცის გზა, “ელიტარული” ქალის ცხოვრება და ა.შ.)…

P.S. ქართულად ეს კრებული არ არის თარგმნილი, თუმცა ნელ-ნელა აქართულებენ პრუსტის ზემოთხსენებულ სერიას. ასე რომ, თუ თვლით, რომ მზად ხართ, მოიძიეთ. მე კი ისევ შესაფერის განწყობას დაველოდები. “მოსამზადებელმა” კრებულმა ნამდვილად მაგრძნობინა, რომ ერთ დღეს პრუსტს საფუძვლიანად უნდა “ჩავუჯდე”.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    Jun 02, 2017 @ 21:07:15

    პრუსტს ნამდვილად აქართულებენ და ფრიად კარგი ტემპითაც )

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: