ყველაზე ცისფერი თვალი

რასიზმზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და სხვადასხვა ტიპის ძალადობაზე? ალბათ ძალიან ბევრი… თუმცა იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მრავალმხრივ წიგნს, როგორიც ტონი მორისონის “ყველაზე ცისფერი თვალია”.

ეს პატარა ისტორია ბევრი ნაწილისგან შედგება და კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანი არ უნდა განვსაჯოთ – არც კანის ფერის, არც გარეგნობის ან სხვა, რეალურად უმნიშვნელო, დეტალის გამო. სწორედ ესაა ტონი მორისონის დამსახურება – ის არ მოგვიწოდებს, რომ გავილაშქროთ დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ის წერს წიგნებს ჩვეულებრივ აფროამერიკელებზე, რომლებიც ოცნებობენ საკუთარ ბუდეზე, რომელსაც თავად აიშენებენ და შემდეგ არ შეიძულებენ; მშობლებზე, რომლებსაც ცხოვრება არ აქცევს გულცივ და მოძალადე ადამიანებად; ცისფერ თვალზე, რომელიც “თეთრი ბედნიერების” სიმბოლოა… ის წერს, ჩვენ ვკითხულობთ და ვხდებით უკეთესები, ვიდრე მანამდე ვიყავით… ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომ პეკოლა მამისგანაა ორსულად, დედამ მხარდაჭერის ნაცვლად სცემა, ირგვლივ კი ყველა დასცინის (იშვიათი გამონაკლისების გარდა)… ჩვენთვის ის ლამაზია… მას ცისფერი თვალები აქვს… ყველაზე ცისფერი თვალები…

P.S. ამ წიგნის ქართული თარგმანი პალიტრამ შემოგვთავაზა სერია “წლის ბესტსელერის” ფარგლებში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: