წითელი ეშმაკის კარი

33540533საბჭოთა ეპოქაზე ხშირად გესაუბრებით… იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ისტორიის ამ ნაწილს სახელმძღვანელოებში საერთოდ არ ვეხებით და ისღა დაგვრჩენია, რომ ბავშვობიდან დარჩენილი “სიცარიელე” თავად შევივსოთ. ამაში კი ის მწერლები გვეხმარებიან, რომლებიც მხატვრული თუ დოკუმენტური პროზის “გავლით” გვაჩვენებენ საბჭოეთის ნამდვილ სახეს.

სსრკ-ს თემაზე ბევრი ავტორი მუშაობს. მათ შორისაა საიმონ სებაგ მონტეფიორეც. ის ჩვენთვის ყველაზე33540544 “მტკივნეულ სეგმენტზე” – სტალინზე მოგვითხრობს. ამაში თითქოს განსაკუთრებული არაფერია. “დიდ ბელადზე” ხომ ყველაფერი ვიცით… თუმცა ეს ასე არ არის. მისტერ საიმონმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად ჩვენთან ერთად განვლო სტალინის გზა დაბადებიდან სიკვდილამდე და გვიამბო ბევრი ისეთი ისტორია, რომელიც არ ვიცოდით ან მხოლოდ ყურმოკვრით გაგვეგონა. ბევრს (სამწუხაროდ) ხომ იოსებ ჯუღაშვილი ისევ “საამაყო ქართველი” ჰგონია და არც იმას იხსენებენ, თუ როგორ მოვიდნენ ის და მისი “თანამებრძოლები” ხელისუფლებაში (ჩვეულებრივი ტერორიზმის გზით), როგორ გაანადგურა შემდეგ მან თავისივე მეგობრები და სრულიად უცნობი, უდანაშაულო ადამიანები… სწორედ ამ შეგნებული თუ შეუგნებელი “გულმავიწყობის” ბრალია, რომ სტალინი და მისი “კარის წითელი ეშმაკები” ისევ აქტუალურნი არიან (რასაც ვერ ვიტყვით მესამე რაიხის დამნაშავე ხელისუფლებაზე – ისინი გასამართლდნენ!) და ჯერ კიდევ მხოლოდ ზოგიერთები აცნობიერებენ, რომ სტალინი ერთდროულად იყო პირველი კლასის პოლიტიკოსი და პარანოიდული მეგალომანი, რომლის მსხვერპლთა რაოდენობას მხოლოდ ჰიტლერის გერმანიას თუ შევადარებთ… სიმართლე ესაა და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე გავთავისუფლდებით იმ მენტალური ოკუპაციისგან, რომელიც სოვიეტიზმმა დაგვიტოვა…

P.S. წლების წინ ორივე წიგნი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა. რამდენად იშოვება დღეს, ვერ გეტყვით, თუმცა თუ გაინტერესებთ “დიდი ბელადის” ნამდვილი სახე, მაინც მოიძიეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: