ბედნიერი ერი

34523372აკუნინ-ჩხარტიშვილის წიგნებზე ხშირად ვსაუბრობთ. ამ ორი “ადამიანის” ტანდემი განსაკუთრებით “გემრიელია” და იმიტომ. მხატვრული და დოკუმენტური პროზის ნაზავს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, მით უფრო, თუ ძველ ნაცნობ გმირებს ვხვდებით.

ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა “საოჯახო ალბომის” მორიგი “ფურცელი” – “ბედნიერი რუსეთი”. დიახ, დიახ, თუ “არისტონომია”  ან “სხვა გზა” წაგიკითხავთ, მაშინ აქ ბევრ ნაცნობ ადამიანს შეხვდებით, თუმცა მთავარი, ისევე როგორც წინა ნაწილებში, მაინც ეპოქაა. სწორედ 1937 წლის მოვლენებია გადამწყვეტი და ნკვდ-ს სარდაფში “დასაქმებული” ფილიპ ბლიახინის ცხოვრება (შიშით რომაა სავსე), ე.წ. ტერორისტული დაჯგუფების – “ბედნიერი რუსეთის” – იდეები და “ეჟოვშინის” ამბები აქედან გამომდინარეობს… ალბათ ამიტომაცაა, რომ თითქოს ერთი ჩვეულებრივი წიგნი “ხელს არ გაგიშვებთ”, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხავთ… დროის ბრალია (მერე რა, თუ ჩემსავით არავინ დაგიკარგავთ დიდი ტერორის დროს)… და აკუნინ-ჩხარტიშვილის…

P.S. ამ ციკლის წიგნები ქართულად არ გვაქვს. ასე რომ, თუ ორიგინალში ვერ კითხულობთ, ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: