იცნობთ ბრუნო შულცს? პირადად მე ამ დრომდე მასზე არაფერი მსმენოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი წიგნი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში გამოიცა, გვერდი ვერ ავუარე და “გავემგზავრე” დარიჩინის ქულბაქების მოსანახულებლად…
“დარიჩინის ქულბაქები” ცოტა არ იყოს და უცნაური ნაწარმოებია – თან მოთხრობების კრებულია და თან არც არის… კითხვისას შეგიძლიათ ნებიემიერი თავი გამოტოვოთ და შინაარსობრივ ბმას არ დაკარგავთ, თუმცა დაკარგავთ დამატებით სიამოვნებას, რომელიც მთავარი გმირის მოზარდობის პერიოდის (უფრო კი მისი “უცნაური” მამის შესახებ) მოგონებების თითოეულ ეპიზოდშია “ჩასაფრებული”… გამოტოვებთ ძალიან საინტერესო “მოგზაურობას” სამყაროში, რომელსაც ძალიან ჰგავს კაფკას, მაგრამ ამავე დროს ძალიან ინდივიდუალურია – ზუსტად ისეთი, როგორიც ნაცისტების მიერ ქუჩაში მოკლული და წლების მანძილზე დავიწყებული მწერალი და მხატვარი ბრუნო შულცი…
ბოლო კომენტარები