ფსიქოანალიზის შესავალი

არამხატვრულ ლიტერატურაზე ხშირად ამბობენ, რომ რთული საკითხავია… და ალბათ ასეცაა – განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავარი თემა ფსიქონალიზია. თუმცა ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქიატრმა, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ალენ ვანიემ ჩვენთვის – ჩვეულებრივ მოკვდავთათვის, რომლებსაც ამ სფეროსთან პროფესია არ გვაკავშირებს – დაწერა ნაშრომი “ფსიქოანალიზის შესავალი” და ამ “გამარტივებული” გზით გაგვიღო კარი ფსიქოანალიზის სამყაროში…

ბატონი ალენი ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს და ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ გაუთვიცნობიერებელ მკითხველებს კითხვები არ გვიჩნდება. ჩვენთვის სრულიად გასაგები ხდება ფროიდის, მისი მიმდევრებისა და უარმყოფელების მოსაზრებები. ასევე მკვეთრ კონტურებს იძენს ისეთი “ნაცნობი” საკითხები, როგორებიცაა ოიდიპოსის კომპლექსი ან ნარცისიზმი… ნელ-ნელა ვწვდებით უცნობ თემებსაც… მთავარი კი აქ ერთი რამაა – ჩვენ, ადამიანები, რომლებსაც გვგონია, რომ ჯანმრთელი ფსიქიკა გვაქვს და შესაბამისად ფსიქოანალიზში გარკვევა არაფერში გვჭირდება, ვცდებით! არავინ იცის, რა იმალება თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში. ამას კი მხოლოდ მაშინ გავიგებთ, თუ წავიკითხავთ “შესავალს ფსიქოანალიზში” და შემდეგ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს… ეს ხომ მხოლოდ შესავალია…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ნაწილია. ამავე სერიაში გამოიცა ნუგზარ ზაზანაშვილის “მექანიკური როიალიც”. რადგან აქ პოეზიაზე არ ვსაუბრობთ, ამიტომაც ამ წიგნზე ვრცლად არ მომიყოლია, თუმცა არც ის შემიძლია, რომ სულ არაფერი გითხრათ. ამ ჟანრის (რომელიც დიდად პოპულარული და “ყოველდღიური” არ არის) ჩართვა სერიაში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია… რაც შეეხება ფსიქოანალიზს, ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით ისევ გიამბობთ. ამჯერად კარლ გუსტავ იუნგის “მეტამორფოზის სიმბოლოებს” განვიხილავთ.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: მეტამორფოზის სიმბოლოები | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: