გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ალენ ვანიეს “ფსიქოანალიზის შესავალზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მალე კარლ გუსტავ იუნგის “მეტამორფოზის სიმბოლოებზეც” გიამბობდით, რომელიც ასევე “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ფარგლებში გამოვიდა და რომ ბატონი ალენის წიგნი ერთგვარი მომზადება გახლდათ უფრო სერიოზულ ნაშრომთან შეჭიდებამდე…
…და ასეც აღმოჩნდა. თუ ვენიე ზოგადად გვიამბობდა ფსიქოანალიზის შესახებ და სხვათა მოსაზრებებს ეყრდნობოდა, იუნგი თავად არის შემქმნელი. ის შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. ის ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში….
ცოტა რთულად გეჩვენებათ, არა? ასეც არის. ეს არ არის წიგნი ყველასთვის, თუმცა არის აუცილებელი ნაშრომი მათთვის, ვისაც ფსიქოანალიზი აინტერესებს და ვინც ფიქრობს – მაინც ვინ იყო ახლოს ჭეშმარიტებასთან – ფროიდი, იუნგი თუ სულ სხვა ადამიანი? ან იქნებ ჯერ ვერც ვერავინ მიაგნო ქვეცნობიერში დამალულ საიდუმლოს?
%(count)s კომენტარი (+add yours?)