ბულბულების გადაფრენა

33385160

ხშირად ვამბობ, რომ მოთხრობების მოყვარული არ ვარ… არც პიესების… უპირატესობას მოცულობით რომანებს ვანიჭებ, თუმცა არც ისე იშვიათად ისეთ კრებულს გადავაწყდები ხოლმე, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობ და გვერდების რაოდენობას ყურადღებას არ ვაქცევ… ამიერიდან მათ შორისაა “ისპაჰანის ბულბულებიც” – წიგნი, რომელშიც ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ნესტან კვინიკაძის რომანები, მოთხრობები და პიესებია თავმოყრილი…

კრებული უამრავ ამბავსა და პერსონაჟს აერთიანებს, თუმცა ჩემთვის ეს ერთი დიდი ქართული ისტორიაა ახალგაზრდებზე, რომლებიც საკუთარ ადგილს ეძებენ დედამიწაზე, საკუთარ და სხვების ცხოვრებაში… ახალგაზრდებზე, რომლებსაც უყვართ… ახალგაზრდებზე, რომლებიც ჯაზს უსმენენ და ბულბულების გადაფრენას ელიან…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელებმა შემოგვთავაზეს.

P.P.S. ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ძალიან კარგი (თუმცა ამბების სიმცირის გამო, რთულად მოსაყოლი) წიგნის კითხვის პროცესში თითქოს ჯაზის ჰანგები ჩამესმოდა… ჰოდა, ერთ კომპოზიციას მოვუსმინოთ, რომელიც ჩემთვის სიტყვებზე უკეთ აღწერს “ისპაჰანის ბულბულებს” 😉

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: