შვიდი კუნძულის ფრეია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვიდ კუნძულზე – ფრეია ნილსენის სამფლობელოში! ეს ადგილი სწორედ ფრეიას ეკუთვნის და არა მის უნიათო (მე ვიტყოდი – მხდალ) მამას ან რომელიმე ხელისუფლებას. გემები ნაპირს ფრეიას სილამაზის გამო უახლოვდებიან და კაპიტნებიც მასთან შესახვედრად ტოვებენ გემბანს… თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აბიჯებენ საკუთარ თავს – ვერც ხომალდზე მიჯაჭვულობას თმობენ, ვერც საკუთარ გადაჭარბებულ ამბიციებს… ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება (დასასრულს, რა თქმა უნდა, არ გაგიმხელთ)… ამიტომაც იძენს ზღვა, კუნძული, სიყვარული, ერთგულება (ზოგჯერ უაზროც) ასეთ დრამატულ სახეს…

P.S. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც სასიყვარულო სამკუთხედების თემა აინტერესებს 🙂 თუ თქვენც ასეთ მკითხველთა შორის ხართ, ქართულ თარგმანს (არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან კარგს) მარტივად მოიძიებთ. ის სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია. მე კი “წყვდიადის გულს” “დავაწიანურებ” გრძელ რიგში. სხვა თუ არაფერი, ჯოზეფ კონრადის ეს ნაწარმოები ფრენსის ფორდ კოპოლას შედევრს “აპოკალიფსი დღეს” დასდებია საფუძვლად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: