კონსტანტინოპოლში მიქელანჯელოსთან ერთად

„რადგან ბავშვები არიან, ესაუბრე ბრძოლებსა და მეფეებზე,
ცხენებზე, ეშმაკებზე, სპილოებსა და ანგელოზებზე, მაგრამ
სიყვარულსა და ასეთ რამეებზე საუბარიც არ დაგავიწყდეს.“

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსტანტინოპოლში – ქალაქში, რომელშიც ევროპა და აზია იკვეთება! მეგზურობას თვით მიქელანჯელო ბუონაროტი გაგიწევთ, რომელსაც სამშობლო პაპთან უთანხმოების გამო დაუტოვებია და სულთნის კარზე გადაუწყვეტია მოღვაწეობა, თუმცა ვერც აქ მოუპოვებია სიმშვიდე. ომსალეთის იმპერიაც ხომ ზუსტად ისევე ყოფილა ინტრიგებით “დახუნძლული”, როგორც კათოლიკური ეკლესიის “სავანე”…

თუ დიდ შემოქმედს გვერდს დაუმშვენებთ, უამრავი საინტერესო (ზოგჯერ საშიში) თავგადასავალი გადაგხდებათ თავს და ძალიან ლამაზ ისტორიასაც წაიკითხავთ – მატიას ენარმა თქვენთვის დაწერა პოეტური პროზა გენიალურ ადამიანსა და ხელოვნებაზე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ადგილზე, ბრძოლებსა და მეფეებზე, ცხენებზე, ეშმაკებზე, სპილოებსა და ანგელოზებზე… სიყვარულზე…

P.S. გაინტერესებთ, რატომ დავურთე პოსტს მაინცდამაინც ეს ნამუშევარი? 😉 მაშინ წიგნი უნდა მოიძიოთ. ის “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ნაწილია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: