მისტერია ბუფი ბაღდათში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაღდათში – მაიაკოვსკის თეატრში! “მისტერია ბუფი” იწყება!

თითქმის ცარიელი თეატრის სცენაზე თუთას ძმა დგას და გვიყვება ამბავს თავის ძმაზე, ქალაქზე, თანაქალაქელებზე… ის გვიყვება იმ უპერსპექტივო ცხოვრებაზე, რომელიც დაბადებიდან თან გვსდევს (მერე რა, თუ ჩვენ თბილისში, ბათუმში, გორში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში დავიბადეთ და არა ბაღდათში), იმ უსამართლობაზე, რომელსაც ვუყურებთ და გული გვერევა! დიახ, შეიძლება ჩვენს შორის არიან ადამიანები, ვინც სხვებივით ვერ “ატარებს” ამ ყველაფერს, მაგრამ ვერც ისინი ახერხებენ რამის შეცვლას. რა შეგვიძლია? გაქცევა? და მერე? რა მნიშვნელობა აქვს ქალაქში გამოვიკეტებით, ფსიქიატრიულ კლინიკაში, თუ საკუთარ თავში? ბოლომდე გათავისუფლება შეუძლებელია და ამას ვერც “ტერორისტული აქტით” ვუშველით, ვერც “დემონსტრაციული” თვითმკვლელობით, ვერც “მოგონილი გმირობით”… საერთოდ ვერაფრით ვუშველით, იმიტომ რომ გაბღენძილ პოლიტიკოსებს, “ინტელიგენტებს” და ზოგადად ყველას “კიდია” ლოთები, ბოზები, მაწანწალები, შეშლილები… ადამიანები… ჩვენი სახურავების თავზე ერთი ვარსკვლავიც კი აღარ ანთია… აღარც ბაღდათში, აღარც თბილისში… აღარც დედამიწაზე…

P.S. თუ დაინტერესდით, ამ კარგ “ფუტურისტულ” წიგნს (არა, ვერ გეტყვით, რომ უნაკლო წიგნია, თუმცა ასეთი წიგნები ალბათ არც არსებობს), რომელიც ერთდროულად ძალიან ირონიულიცაა და ძალიან ტრაგიკულიც, მარტივად მოიძიებთ. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.

P.P.S. სულ ბოლოს თავად მაიაკოვსკის მოვუსმინოთ:

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: