სახლს მოხედე, ანგელოზო

12448

ალბათ დამეთანხმებით, რომ ამერიკული ლიტერატურა განსაკუთრებულია… ნამდვილი ამერიკული რომანის (თუნდაც ძალიან მოცულობითის) წაკითხვა ერთი სიამოვნებაა და დრო შეუმჩნევლად გადის ხოლმე… ზუსტად ასეთია თომას ვულფის “სახლს მოხედე, ანგელოზო”…

ამ წიგნის წაკითხვას წლების მანძილზე ვაპირებდი, თუმცა, როგორც ყოველთვის, ის ზუსტად მაშინ “მოვიდა”, როცა ამის დრო დადგა. ამ შემთხვევაში ბიძგი ფილმი “გენიოსი” აღმოჩნდა, რომელიც სწორედ მისი გამოცემის ისტორიას გვიამბობს (გამომცემელ მაქს პერკინსს ჩემი უსაყვარლესი მსახიობი კოლინ ფერტი ასრულებს და სწორედ ამიტომ ვიჩქარე ფილმის ნახვა:)). უზარმაზარი რომანი ჩვენს თვალწინ იღებს “ნორმალურ” ფორმას, მაგრამ მაინც ძალიან დიდ წიგნად რჩება… ყველა გაგებით დიდ წიგნად (თუმცა, მე თუ მკითხავთ, კიდევ შეიძლებოდა შემოკლება:)))… წიგნად, რომელშიც ერთდროულადაა ყველაფერი – ომი, დიდი დეპრესია, “ამერიკული ოცნება” და, რაც მთავარია, ამერიკელები… ნამდვილი ამერიკელი იუჯინ განტი და მისი ოჯახი… ადამიანები, რომლებიც ამ მძიმე დროს ერთად არიან, თუმცა მაინც (ან იქნებ ზუსტად ამიტომ) მარტოობა სტანჯავთ… ვერ პოულობენ საკუთარ თავს სახლში, წასვლისას კი უკან იხედებიან…

P.S. ჯერჯერობით ქართულად მხოლოდ თომას ვულფის მოთხრობებია თარგმნილი. იმედია, მალე ამ ძალიან კარგ რომანსაც მიაქცევენ ყურადღებას. ვერ გეტყვით, რომ მარტივი საკითხავია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკული ლიტერატურის მოყვარულებს განტების ოჯახის ისტორია მოგეწონებათ (სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თითოეული გმირი ღირს იმად, რომ რამდენიმე დღე მიუძღვნათ)…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: