მთავარი ქუჩა

“აი პატარა ქალაქი რამდენიმე ათასი მოქალაქით ხორბლისა და სიმინდის ველებს შორის. ეს ამერიკაა. ჩვენს მონათხრობში ქალაქს ჰქვია გოფერ-პრერი, შტატი მინესოტა, მაგრამ მისი მთავარი ქუჩა ნებისმიერი სხვა ქალაქის მთავარი ქუჩის გაგრძელებაა. ჩვენი ისტორია ასეთივე იქნებოდა ოჰაიოში ან მონტანაში, კანზასში, ილინოისში ან კენტუკიში და ბევრით არაფრით შეიცვლებოდა ნიუ-იორკის შტატში ან კაროლინას ბორცვებზე…”

11376

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოფერ-პრერის მთავარ ქუჩაზე! გეჩვენებათ, რომ ძალიან შორს ხართ საკუთარი სახლიდან? შეგიძლიათ უფრო ახლოს მდებარე პროვინციული ქალაქის ქუჩაზე გახვიდეთ – შედეგი ზუსტად იგივე იქნება. პატარა ქალაქი ყველგან ერთნაირია – აქ ხომ ძველი ტრადიციები ჯერაც მეფობენ (თუმცა, რა თქმა უნდა, ახლა მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი არ არის და საქმე არც ისე ცუდადაა). სიახლეებს ეჭვის თვალით უყურებენ (იქნებ სიზარმაცე უშლით ხელს… ან უბრალოდ ცვლილებების ეშინიათ), მთავარ განსახილველი თემა კი ახალი რეცეპტი ან რომელიმე თანაქალაქელის ახალი ნივთია… ასეთ ქალაქში კერის მსგავსი “აქტიური” ადამიანების ადგილი არ არის, რადგან მთავარ ქუჩას ცვლილებები არ სურს. აქ არაფერი შეიცვლება, სანამ თავად ქალაქი არ მოინდომებს… თუმცა ვინ იცის… იქნებ თავად კერი შეიცვალოს… იქნებ შეეგუოს პროვინციის ექიმის ცოლის ნაცრისფერ ცხოვრებას… ან მაინც იბრძოლოს… იბრძოლოს პროგრესისთვის…

P.S. სამწუხაროდ, სინკლერ ლუისის ეს რომანი (რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ზედმეტად მოცულობითად და თემატურად ოდნავ მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ბოლომდე მიყვებით მისტერ სინკლერს, დარწმუნდებით, რომ ასე არაა) ქართულად არ უთარგმნიათ (ამიტომ გავკადნიერდი და პირველი აბზაცი თავად ვთარგმნე – რა თქმა უნდა, არა ისე, როგორც ამას პროფესიონალი გააკეთებდა). არადა, მრავალმხრივი წიგნია (პროვინციის გარდა, აქ კიდევ არაერთ თემას ნახავთ – მაგალითად, ქალთა მოძრაობა, პირველი მსოფლიო ომი და ა.შ.)… თუ უცხო ენებზე კითხულობთ, მარტივად მოიძიებთ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: