ცხოვრება რომ თეატრია, ეს უკვე აქსიომაა. ამაზე ვის აღარ დაუწერია და აი ახლა ამასვე გვიმტკიცებს მილან კუნდერა – კაცი, რომელმაც დიდი ხნის წინ შეგვაყვარა თავი ჩეხური ამბებით.
მილანის თოჯინების თეატრი (ამჯერად ფრანგული) უცნაურია… ძალიან უცნაური… აბა თავად განსაჯეთ – პატარ-პატარა ისტორიები ოთხი სრულიად განსხვავებული მეგობრის აწმყოსა და წარსულიდან ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივია… ამას ემატება თითქოსდა უადგილო ჩართვები სანადირო თოფით შეიარაღებული სტალინისა და შარდის ბუშტის “მონად” ქცეული კალინინის შესახებ… და ყველაფერი ირევა, ირევა, სანამ დადასრულს შუაგულ პარიზში ერთ ფაზლად არ აეწყობა და მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ ყოფა აუტანლად უმნიშვნელოა… აუტანლად მსუბუქი, უმნიშვნელო და ამავე დროს საზეიმო…
P.S. ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ “დიოგენემ” გამოსცა სერია “et cetera”-ს ფარგლებში. ასე რომ, თუ ჩემსავით გიყვართ ბატონი მილანი, მოიძიეთ.
ბოლო კომენტარები