რამდენი წიგნი წაგიკითხავთ მოზარდებსა და რასიზმზე? ალბათ უამრავი (მხოლოდ ჰოლდენ კოლფილდის ამბავი და “მოსამსახურე” რად ღირს). რთულია ამ თემებზე რაიმე ახლის დაწერა. სწორედ ამიტომ არასდროს მიფიქრია სიუ მონკ კიდის “ფუტკრების იდუმალი ცხოვრების” წაკითხვა (ფილმის ყურებას ვაპირებდი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ლიტერატურასა და კინოსთან მიმართებაში, “რიგმა არ მოუწია”). თუმცა მას შემდეგ, რაც ის “დიოგენემ” გამოსცა სერია “et cetera”-ს ფარგლებში, დავინტერესდი და “გავუდექი გზას” ამერიკული სამხრეთის მიმართულებით.
ეს მოულოდნელი “მოგზაურობა” იმაზე უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა (მე ვიტყოდი – თაფლივით ტკბილი), ვიდრე ველოდი. თოთხმეტი წლის ლილი ოუენსის თვალით დანახული სამყარო, რომელიც სავსეა მოზარდების პრობლემებით, რასობრივი თუ გენდერული უთანასწორობით, ძალადობით, მაინც ძალიან ოპტიმისტურია… ოპტიმისტურია, რადგან ყოველთვის არის გამოსავალი. შეიძლება კანის ფერის ან სქესის გამო ბედნიერების უფლება წაგართვან, დედა შემოგაკვდეს და სასტიკი მამის გვერდით დარჩე, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს… ყველა ტკივილის მიღმა ღიმილია… იმიტომ, რომ ეს ის სამყაროა, რომელშიც ყველასა და ყველაფერთან ერთად იდუმალი ფუტკრები ცხოვრობენ… კიდევ აფროამერიკელი მეფუტკრე ქალები, რომლებმაც მიუხედავად საკუთარი “სტატუსისა”, მაინც მიაღწიეს წარმატებას… და აფროამერიკელი ბიჭი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში იურისტობაზე ოცნებობს… ეს ამერიკაა – ქვეყანა, რომელმაც საკუთარი თავი დაამარცხა და უდედო ლილის ერთდროულად მრავალი დედა შესძინა…
P.S. ბოლოს ძალიან კარგ სიმღერას მოვუსმინოთ:
ბოლო კომენტარები