პაემანი სამარაში

“ერთმა ბაღდადელმა ვაჭარმა თავისი მსახური ბაზარში გაგზავნა სანოვაგის შესაძენად, მაგრამ მსახური მალე მობრუნდა. ხელში ცარიელი კალათა ეჭირა და შიშისგან ცახცახებდა, აკანკალებული ხმით უთხრა პატრონს: “ბატონო ჩემო, ბაზარში ვიღაც ქალი შემეჩეხა, შევხედე და სიკვდილი ვიცანი, თუ ღმერთი გწამს, შენი ცხენი მათხოვე, დღესვე გავეშურები სამარას და სიკვდილი ვეღარ მომაგნებს”. ვაჭარმა ათხოვა ცხენი და მსახური სწრაფად გაეშურა ქალაქ სამარას. შემდეგ გაოცებული ვაჭარი თავად წავიდა ბაზარში, იქ იმ ქალს გადაეყარა და ჰკითხა: “რატომ დამიფრთხე და შემიშინე მსახური?” სიკვდილმა მიუგო: “სულაც არ მიფიქრია მისი დაფრთხობა.ოღონდ გამიკვირდა, რომ აქ ბაღდადში გადავაწყდი. სწორედ დღეს, საღამო ხანს პაემანი მაქვს მასთან დანიშნული სამარაში.”

126583ცხოვრება რომ თეატრია, ეს უკვე აქსიომაა… ჩვენი გრძელი თუ მოკლე სიცოცხლის განმავლობაში მილიონობით ნიღაბს რომ ვიზომავთ, ესეც… თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად მოულოდნელად (ჩვენთვის, თორემ ბედისწერის უხილავმა ხელმა ზუსტად იცის, როდის უნდა “დაგვეხმაროს”) ნიღაბს ვიხსნით და ყველაფერი თავდაყირა დგება… ასე დაემართა ჯულიან ინგლიშსაც. მიუხედავად ასაკისა, მას ყველაფერი ჰქონდა – პატივსაცემი ოჯახი, ბედნიერი ქორწინება, წარმატება, ქალაქის საუკეთესო კლუბების წევრის სტატუსი… და ერთ “მშვენიერ” დღეს ყველაფერი საკუთარი ხელით დაანგრია (თუ როგორ მოახერხა, ეს თავად ნახეთ)… საკუთარი ფეხით წავიდა პაემანზე სამარაში…

P.S. ჯერჯერობით ჯონ ო’ჰარას ქართველი გამომცემლები არ სწყალობენ. ალბათ ერთი წიგნით განსჯა მართებული არ არის, თუმცა მგონია, რომ მისი შემოქმედება ყურადღების ღირსია. მიუხეადავად იმისა, რომ ამერიკას დიდი მწერლები არ აკლია (მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტიც ჰყავს), მისტერ ჯონი მაინც გამორჩეულია და სრულიად განსხვავებულად წერს 20-იანი წლების ამერიკის საზოგადოებაზე (აქ ვერ ნახავთ ვრცელ საუბრებს დიდ დეპრესიაზე ან პირველ მსოფლიო ომზე, თუმცა აუცილებლად იგრძნობთ ამ ორი და კიდევ ბევრი ისტორიული ფაქტორის არსებობას)…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: