როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი

ხშირად ვამბობ, რომ მოთხრობები არ მიყვარს, თუმცა ასევე ხშირად თავადვე ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ძალიან კარგ კრებულებზე გიამბობთ ხოლმე 🙂 ახლაც ზურა აბაშიძის სადებიუტო მოთხრობებზე უნდა ვისაუბროთ და კიდევ ერთი თანამედროვე ქართველი ავტორი შევაქოთ 🙂

ალბათ გაინტერესებთ, რით დაიმსახურა ახალგაზრდა მწერალმა ქება – რაიმე განსაკუთრებული დაწერა? სულაც არა და, მე თუ მკითხავთ, სწორედ ესაა მთავარი ღირსება. აქ მოთხრობილი ყველა ამბავი ძალიან ჩვეულებრივია, ძალიან ნამდვილი… თითოეული პერსონაჟი ისეთია, როგორიც ჩვენ ყველა – ერთდროულად სიცილსაც რომ მოგანდომებს და ტირილსაც, საკუთარ თავსაც რომ გაგახსენებს და ნაცნობ-უცნობ ადამიანებსაც, კიდევ ერთხელ რომ დაგარწმუნებს – უნაკლო ადამიანები არ არსებობენ, არც “გაფუჭებულები”… ჩვენში ერთდროულად ცხოვრობენ ზურას გმირები და ჩვენც შუაღამის გოგოებთან ერთად საკუთარ “გაბანძებულ ცხოვრებას” დავტირით (ეს მოთხრობა ჩემი ფავორიტია), ვოცნებობთ ატიკუსის მსგავს მამაზე, ვაწყობთ გეგმებს, როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი… ვფიქრობთ, როგორ ვუშველოთ თავს…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელებმა შემოგვთავაზეს. იმედია, ეს ამ ავტორის ბოლო ნამუშევარი არ არის და ასეთივე გულწრფელ და ემოციურ რომანსაც არ დააგვიანდება (ჰო, მაინც დიდი წიგნები მირჩევნია და რა ვქნა) 😉

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: