კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ილეუსში – კაკაოს სავანეში! ოღონდ ფრთხილად იყავით! ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროვინციული ქალაქის ქუჩებში უამრავი საფრთხე გელით წინ – შეიძლება მიხაკის სურნელისა და დარიჩინისფერი კანის მქონე გაბრიელამ სამუდამოდ მოგპაროთ გული (თუ მამაკაცი ბრძანდებით) ან შავი შური აღგიძრათ გულში (თუ ქალბატონი ხართ)… შესაძლოა ბრმა ტყვია მოგხვდეთ – ამ ქალაქში ხომ მოღალატე ცოლისა და მისი სატრფოს მოკვლა, საყვარლისა და მისი “მიჯნურის” ან სულაც საკუთარი ქალიშვილის ცემა ჩვეულებრივი ამბავია და ვაჟკაცობადაც ითვლება… არც ის გააოცებს ვინმეს, თუ პოლიტიკოსები ერთმანეთს მკვლელებს მოუგზავნიან… აქ ხომ ოდითგან ასეთი “პატრიაქატი” სუფევს და ამიტომაც უკვირთ, თუ ვინმე არაბად წოდებული ნასიბივით უარს იტყვის ძალადობაზე, მუნდინიოსავით პროგრესს დაუჭერს მხარს და ოპოზიციას ჩაუდგება სათავეში… ეს არ არის მარტივი, მაგრამ პროგრესის გემი ილეუსის ნაპირთანაც უნდა მიცურდეს…
P.S. ბოლო წლებში ეს წიგნი ქართულად არ უთარგმნიათ, თუმცა დიდი ხნის წინ ბუკინისტებთან მოვკარი თვალი. ასე რომ, თუ დაინტერესდით, მარტივად ვერა, მაგრამ მოიძიებთ. მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი წიგნია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გაბრიელამ მომხიბლა (“გალიაში” რომ ვერ ძლებს და ლარნაკში ჩადებული ყვავილივით “ჭკნება”). უფრო საინტერესო ქალაქის განვითარების თემა მგონია.
აგვისტო 23, 2017 @ 14:18:07
რა მაგარია, მომინდა წაკითხვა, ეგრევე.
LikeLiked by 1 person