თბილისური სპილო

…მე ეს ქალაქი ჩემი მეგონა. ჩემი მეგონა ეს ქუჩები და ძველი სახლების სადარბაზო შესასვლელები, სადაც ერთთავად საამო სიგრილე დგას, იატაკის მოზაიკაზე კი უცხო, მაგრამ თბილი და ალერსიანი სიტყვა SALVE წერია. ის უცნაური სურნელიც ჩემი მეგონა, მხოლოდ აქ, ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში რომ ტრიალებს, ქალაქისა, რომელსაც დასაბამიდან თბილისი ჰქვია, მაგრამ რატომღაც ყველანი, უბრალოდ “ქალაქს” ვეძახით. არადა, თურმე, მორჩა, თბილისი მომკვდარა და ახლა მხოლოდ შორეული სიზმრივითღა თუ გაგახსენდება შენი მშობლიური ქალაქი – რაღაც სხვანაირი, სხვა იმედის შუქით გაცისკროვნებული და იქნებ ათასნაირი საზრუნავით შეჭირვებული, მაგრამ მაინც მხიარული, ბედნიერი და თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ უფრო მეტი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ამ ორმოცდაათი, ან თუნდაც, ათას ხუთასი წლის წინ, მაინც დაცარიელებულა და ახლა მის მიუსაფარ და უკაცრიელ ქუჩებში შიმშილისაგან გაცოფებული ძაღლებიღა დაწანწალებენ. (ნუგზარ შატაიძე – “ბუკინისტების საძმო”).

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში! არა, იმ ქალაქში არ გეპატიჟბით, რომელიც ბეტონის ჯუნგლებად ქცეულა და გამონაბოლქვით გაჟღენთილა. მე სულ სხვა რამ მინდა შემოგთავაზოთ – გავისეირნოთ “გადამდგარ” რეჟისორთან ერთად ქუჩებში, რომლებიც სამხრეთული სპილოს მსგავსად ერთდროულად წარსულიცაა, “გაშეშებული” აწმყოც და “გაურკვეველი” მომავალიც…

თუ ამ ერთდღიან მოგზაურობაში გამოგვყვებით (რა ნაცნობია, არა? 16 ივნისი ხომ არ გაგახსენდათ?), აუცილებლად შეიგრძნობთ ნამდვილი თბილისის სურნელს და მიხვდებით, რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ნამდვილი თბილისელები – რეჟისორი, რომელმაც კინოზე უარი თქვა და კინოსავით ისტორია კი შემოგვთავაზა (კითხვის პროცესში მართლაც გექნებათ ისეთი შეგრძნება, რომ კარგ ფილმს უყურებთ), მისი შეუმდგარი მეგობარი, პატიოსან ქალზე შეყვარებული აწ უკვე ასაკოვანი და “მრავალჭირგამოვლილი” ძველი ბიჭი, პროფესორი, რომელიც გაქურდეს და მას შემდეგ სახლიდან არ გადის… და კიდევ იცით, რას გააცნობიერებთ? რომ თბილისს ჯერ კიდევ შეუძლია ძველი სახის დაბრუნება. ჯერ კიდევ შეიძლება, რომ ქალაქი, რომელიც დღეს თბილისელებისთვისაც კი აღარაფერს წარმაოდგენს, ისევ იქცეს სახლად ყველასთვის – თბილისელისთვის, ქუთაისელისთვის, ბათუმელისთვის, სვანისთვის… ამისთვის მხოლოდ ერთი რამაა საჭირო – ისევ უნდა დავინტერესდეთ ერთმანეთის ცხოვრებით, ოღონდ არა ისე, ჩვენ რომ გვჩვევია. გულწრფელად უნდა მივიტანოთ გულთან თავისუფლებისთვის თავისებურად მებრძოლი სვანის ამბავიც და იმ პატარა ბიჭისაც, პირად გვერდზე ატვირთული ფოტოს გამო რომ ავიწროვებენ… თბილისი სწორედ ეს იყო და არა მიტინგებზე ქვის სროლა ან “პროვინციალის” იარლიყის მიკერება მათთვის, ვინც უბრალოდ თბილისში არ დაბადებულა ან იქნებ მთლად “თბილისურად” ვერ მეტყველებს (სულ მინდა, რომ ასეთი “ძირძველი თბილისელები” ქუთაისის გიმნაზიის კართან მივიყვანო და ძალით წავაკითხო იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც იქ სწავლობდნენ, თუმცა ეს ამ წიგნს არ ეხება). თბილისი ყველას უღებდა კარს და ჩვენც თუ ასე მოვიქცევით, აწმყო და მომავალი ისევ “ამოძრავდებიან”… არჩილ ქიქოძემ შეგვახედა თავის თბილისში… შევიდეთ ამ კარში… შევიდეთ…

P.S. ცოტა კი გადავუხვიე წიგნს და საკუთარ “თბილისურ” იმპრესიებზე გადავედი, მაგრამ დასასრულს არ შემიძლია არ გირჩიოთ ეს ძალიან კარგი წიგნი. თან მარტივად მოიძიებთ. ის “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვთავაზა.

P.P.S. როგორც კი ჩემი საყვარელი აუჩქარებელი “ბოდიალისთვის” მოვიცლი, აუცილებლად უნდა გავიარო წიგნის მარშრუტი. პირველ რიგში ქიაჩელის 11-ის სადარბაზოში უნდა შევიხედო და ვნახო, მართლა არის თუ არა იქ სარკე 🙂

Advertisements

4 Comments (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    Aug 25, 2017 @ 22:20:05

    მარშრუტის გამეორება გადასარევი იდეაა ) ზაზა კობახიძის გზის გავლა არ გიფიქრია?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Aug 26, 2017 @ 17:10:40

      მიფიქრია :)) ძირითადად თბილისური “ლიტერატურული” მარშრუტები ერთ წრეზეა და როგორც კი “საბოდიალო” ამინდი იქნება, დავიძრები :)))

      Like

      Reply

  2. salomeaa
    Sep 06, 2017 @ 12:28:59

    ლიტერატურული პრემია ,,საბა” ,,სამხრეთულ სპილოს” უნდა გადაეცეს:)) წიგნში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული ნელის და მისი კატების მოყვარული ქმრის ამბავია

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Sep 06, 2017 @ 20:48:54

      ზოგადად პრემიები არ მიყვარს, მაგრამ წელს “საბას” ისეთი ნომინანტები ჰყავს (განსაკუთრებით ამ კატეგორიაში), რომელს ვუგულშემატკივრო აღარ ვიცი 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: