სტუმარი

თარხუჯი ჩამოსულა თბილისში! წლების შემდეგ ახლა უკვე სტუმრად სწვევია მშობლიურ ქალაქს და ნაცნობ ქუჩებში ხეტიალისას წარსულს იხსენებს… მასთან ერთად ჩვენს თვალწინაც კადრებივით ჩაივლიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ქალები, ახლობლები, უბრალოდ ნაცნობები… მათთან ურთიერთობის ეპიზოდები კი ერთ რამეზე გვაფიქრებს – ჩვენც სტუმრები ვართ საკუთარ ქალაქში, ქვეყანაში, სამყაროში… ამქვეყნად სტუმრად მოვსულვართ და ერთადერთი მიზანი გვამოძრავებს – როგორმე სიმშვიდე მოვიპოვოთ… მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი? ალბათ არა. ბედისწერა გვართმევს საყვარელ ადამიანებს, ოცნებებს, იმედს და ამით სამუდამოდ გვაკარგინებს სიმშვიდეს… გვისპობს მისკენ მიმავალ გზას და ჩვენც თარხუჯივით ერთ დღეზე მეტს ვერ ვძლებთ სტუმრად ამ დეგრადირებულ, თუმცა კი მაინც საყვარელ გარემოში… ისევ იქით მიგვიწევს გული, სადაც ნაკლები მანკიერება, ტკივილი და მარტოობაა… სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდეა…

P.S. “სამხრეთული სპილოს” შემდეგ თარხუჯისა და კიდევ ბევრი ძალიან საინტერესო პერსონაჟის გაცნობა ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო. თქვენც გირჩევთ, რომ მოიძიოთ გურამ გეგეშიძის (რომელსაც აქამდე მხოლოდ ერთი მოთხრობით ვიცნობდი და ძალიან მიხარია, რომ ახლა ხელახლა აღმოვაჩინე) ეს წიგნი. არჩევანი გაქვთ – ის “პალიტრა L”-მა ორჯერ გამოსცა – პირველად სერია “ქართული პროზის საგანძურის” ფარგლებში, მეორედ კი – სულ ახლახანს ბატონი გურამის 6-ტომეულში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: