ექიმი ჰეილი

დიდი ხანი არ არის, რაც მისტერ არტურ ჰეილი გავიცანი. ჯერ ერთი წელიც არ გასულა, თუმცა მასთან “დამეგობრება” უკვე მოვასწარი. მისი “საქმიანი” წიგნები ერთი შეხედვით მოსაწყენი უნდა იყოს, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება… თან კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ის თავად მუშაობდა აეროპორტში, სასტუმროში, ბანკში, ტელევიზიაში

…და აი ახლა ჰეილი ჩემთვის ექიმია! მისმა “საბოლოო დიაგნოზმა” და “ძლიერმოქმედმა წამალმა” კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს მწერალი საფუძვლიანად დამკვიდრდა ჩემს ფავორიტთა შორის. მან ხომ საავადმყოფოსა და ფარმაცევტული კომპანიის შიდა სამზარეულო ისეთი ოსტატობით წარმოაჩინა, რომ რთულია იმის დაჯერება, რომ ექიმი ჰეილი სინამდვილეში არ არსებობს… არც ზემოთხსენებული კლინიკა და მისი პერსონალი და პაციენტები არიან რეალურნი და არც წამლების შემქმნელები, რეალიზატორები და “მომხმარებლები”… თუმცა ნამდვილია თავად ისტორიები… ნამდვილია, რადგან მედიცინა და ფარმაცია ის სფეროებია, რომლებიც ფაქტობრივად ყველაფერს წყვეტს… სწორედ ამ დარგებში დასაქმებულთა შეცდომები (უშეცდომო ხომ არავინაა) და პროფესიონალიზმი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს – ჩვენ ან სასწაულებრივად გადავურჩებით სიკვდილს, ან უდროოდ გავემგზავრებით იმქვეყნად (ეს კიდევ არ არის ყველაზე უარესი “ფინალი”)… ასეთია პაციენტების ბედი…

P.S. ექვსი წიგნის შემდეგ უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არტურ ჰეილი ძალიან საინტერესო მწერალია (მხოლოდ მისი უამრავი თანაბრად მნიშვნელოვანი და საოცარი ოსტატობით გამოძერწილი პერსონაჟი რად ღირს). სამწუხაროა, რომ ჩვენი გამომცემლები ჯერჯერობით გვერდს უვლიან (“სასტუმროს” თუ არ ჩავთვლით)…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: