ქართული პროზის მივიწყებული საგანძური

ქართულ ლიტერატურას ასე თუ ისე ყველა კარგად იცნობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი საგანია და იძულებით ვსწავლობთ, ვკითხულობთ “სპეციალისტების” მიერ განსაზღვრულ პროგრამას და, როგორც წესი, ვერ ვიგებთ, ვერ ვიყვარებთ მწერლებს, რომლებმაც რეალურად გენიალური ნაწარმოებები დაგვიტოვეს (მათდამი პატივისცემა უკვე მერე – ზრდასრულ ასაკში – “მოდის”). ისეთი ავტორები კი, რომლებიც ვერ მოხვდნენ “რჩეულთა” შორის, საერთოდაც ყურადღების მიღმა გვრჩებიან. სწორედ ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად რამდენიმე წლის წინ “პალიტრა L”-მა სერია “ქართული პროზის საგანძური” შემოგვთავაზა, რომელშიც ჩვენთვის ბავშვობიდან ცნობილი და ასევე ოდნავ მივიწყებული ქართველი პროზაიკოსები გააერთიანა.

ამ სერიის გამოცემა დიდი ხნის წინ დასრულდა… ალბათ ფიქრობთ, რატომ ვიხსენებ მას ახლა? იმიტომ, რომ საფესტივალო სტენდებს შორის გურამ გეგეშიძის მრავალტომეულის ძებნისას (ამ სერიაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ… როდესაც მთელს “ქართლის ჭირს” შევიძენ და წავიკითხავ) ამ ფერად წიგნებს გადავაწყდი და გამახსენდა (რა თქმა უნდა, არა შემთხვევით :)), რომ ნუგზარ შატაიძისა და ედიშერ ყიფიანის შემოქმედებას უამრავი “სანდო” მკითხველი მიქებს… და აი ახლა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ კარგ წიგნებს მხოლოდ პოპულარული მწერლები არ წერენ. შეიძლება ზემოთხსენებულ ავტორების სახელები ბევრს არც კი გაუგონია (ან მხოლოდ მათი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმების წყალობით იცნობს), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორი კრებული არ უნდა წავიკითხოთ. პირიქით, სწორედ ასეთ “ადგილებში” უნდა ვეძებოთ “ლიტერატურული მარგალიტები” და აუცილებლად მივაგნებთ… აუცილებლად გავატარებთ დღეებს სასიამოვნოდ, ვიმოგზაურებთ მოთხრობების ფურცლებზე და ვიგრძნობთ, რომ სულ პატარა ამბავს შეუძლია უდიდესი ემოციის გამოწვევა… იმდენად დიდი ემოციის, რომ ზევით თუ ავიხედავთ, დავინახავთ რომ ჩვენს თავზე ცაში ასროლილი ქუდები “კიაფობენ”… ბედნიერებისგან ასროლილი ქუდები…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: