ბედნიერების რეცეპტი გავალდასგან

რას ფიქრობთ ანა გავალდაზე? ძალიან უბრალო მწერალია, არა? ერთი შეხედვით მის წიგნებში ახალს ვერაფერს აღმოაჩენთ, თუმცა ჩემთვის სწორედ ესაა მისი მთავარი ღირსება. რატომ? ახლავე გიამბობთ.

21-ე საუკუნეში, მაშინ, როდესაც დამღლელი სამუშაო გრაფიკისა და მუდმივი სტრესის პირობებში ვცხოვრობთ, ანას სტილი სუფთა ჰაერივითაა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ ჰქონია მარტივი ცხოვრება (თავისი ერთ-ერთი წიგნის გმირივით განქორწინდა), ის მაინც ახერხებს საოცრად ოპტიმისტური წიგნების წერას და მასთან ყოველი შეხვედრა მკითხველებსაც იმედით ავსებს. დიახ, ასეა. ანამ იცის ბედნიერების რეცეპტი და ასწავლის ამ “კერძის” მომზადებას ზედმეტად გამხდარ და ყველასგან მიტოვებულ უნიჭიერეს მხატვარს, “გაუთლელ” შეფ-მზარეულს, მორიდებულ არისტოკრატს, სიცოცხლის ბოლო დღეებში “გადამდგარ” ბებიას… და ჩვენ… ანა გვასწავლის, რომ ბედნიერების მთავარი ინგრედიენტი ერთად ყოფნაა, უბრალოდ ერთად ყოფნა. მთავარი სურვილი და ოპტიმიზმია… მაშინ ყველაფერი გამოვა. მერე რა, თუ ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ერთად ყოფნაში ხელს მხოლოდ საკუთარი სისულელე გვიშლის და თუ მას დავამარცხებთ, მივიღებთ უგემრიელეს კერძს სახელად “ბედნირება” – მიირთვით, სანამ ცხელია! 😉

P.S.თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ქართული თარგმანი ბათუმელებმა შემოგვთავაზეს… და ბოლოს ეს სიმღერაც დააყოლეთ – არა იმიტომ, რომ მთარგმნელი ასრულებს. უბრალოდ ანა გავალდას უხდება 🙂

P.P.S. ჰო მართლა, კამილამ მხოლოდ მე მომხიბლა? მიუხედავად ათასი პრობლემისა, მაინც მაგარი გოგოა, არა? 🙂 ანასავით, რომელმაც უმარტივეს წიგნში არაერთი მნიშვნელოვანი თემა “ჩააქსოვა” (მაგალითად, მშობლებისა და შვილების, ახალგაზრდებისა და მოხუცების ურთიერთობა)…

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. La Fille de L'orange
    Sep 19, 2017 @ 11:46:22

    რა საინტერესოა:) დღესვე ვიყიდი სამსახურის მერე:) ❤ მადლოობა!

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: