მარის მომენტი

ბოლო დროს თანამედროვე ქართველ ავტორებზე ხშირად ვსაუბრობთ და მათ ახალ წიგნებს სულ უფრო დიდი ინტერესით ველოდებით. მათ შორისაა მარი ბექაურიც. მისი მორიგი წიგნი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას… მეტიც – ის უნდა წაიკითხოთ, უნდა დაიჭიროთ მარის მომენტი! უნდა წაიკითხოთ იმიტომ, რომ აქ სულ სხვანაირი მარი დაგხვდებათ… და სულ სხვანაირი ანა… მერწმუნეთ, მწერალი ანა ნაკაშიძე, რომელსაც მოულოდნელად ამნეზია დაემართა (ელისი არ გამახსენოთ. მეხსიერების დაკარგვა ლიზა ჯენოვას ექსკლუზივი არ არის:)) გულგრილს არ დაგტოვებთ, რადგან მარიმ მისგან შექმნა ძალიან საინტერესო პერსონაჟი. ანა ძლიერი ქალია, რომელიც არ არის დამოკიდებული ქმარზე, არ უნდა შვილი და წერს 90-იანი წლების ამბებზე… ამით ის უკვე არ ჰგავს ყველას, მაგრამ იმას, რაც მას მარიმ გააკეთებინა, ვერაფრით წარმოიდგენთ… ბოლომდე ვერ მიხვდებით, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა… და საერთოდ რა მოხდა სინამდვილეში… მერე რა, თუ ჩემსავით პირველი ფრაზის წაკითხვისთანავე მიხვდებით, რა იქნება ბოლო ფრაზა… ამ ორ წინადადებას შორის მთელი ცხოვრებაა… მთელი ისტორია… ტკივილი და ბრძოლა… უცნაური ბრძოლა სამართლიანობისთვის…

P.S. მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ წიგნზე წერა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს – ერთი ზედმეტი სიტყვა და ინტერესს დაკარგავთ. არადა, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მოულოდნელად საინტერესო აღმოჩნდა (ეს არ ნიშნავს, რომ უნაკლო წიგნია, თუმცა მთხრობელების საუბრის მანერას და სხვა დეტალებს პროფესიონალები ჩემზე უკეთ განიხილავენ. მე ემოციური კუთხით ვაფასებ)… და არა მარტო ჩემთვის. სამსახურიდან შინ დაბრუნებულს წიგნი უკვე “ოკუპირებული” დამხვდა და ძლივს მოვახერხე მისი “დაბრუნება” – ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც დედაჩემმა ბოლო გვერდიც ჩაიკითხა და იგივე კომენტარი გააკეთა, რაც რამდენიმე დღით ადრე “სამხრეთის უბნის” კითხვისას – ეს გოგო თურმე რა კარგად წერს, აქამდე რატომ არ წამიკითხავსო 🙂

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    Oct 09, 2017 @ 21:07:10

    მარი წერს გადასარევად. თან ყველაფერს, სტატუსების ჩათვლით 🙂

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: