“იროელთა ქრონიკები” წაგიკითხავთ (თუ სრულად არა, ერთ-ერთი წიგნი მაინც)? მაშინ აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ქართული ფენტეზი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში აღიარებულ სერიებს. ლილე იროელი ღირსეულად უმშვენებს გვერდს ყველასთვის ასე საყვარელ გმირებს და ჟანრის მოყვარულები ამაში უკვე დავრწმუნდით…
და აი ახლა ნატო დავითაშვილმა “ცალკე” წიგნიც შემოგვთავაზა, რომელიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე დღე ისე გამატარებინა, თითქოს თავად ვყოფილიყავი ჩართული მთვარის 28 შვილობილის ბრძოლაში პირველობისთვის… თითქოს პირადად მე ვამბობდი უარს მექოლგისა და ჭაშნაგირის მომსახურებაზე და ვხდებოდი ორდენის წევრი… ვუერთდებოდი მთვარის შვილობილთა რიგებს და მათსავით ძირფესვიანად იცვლებოდა ჩემი ცხოვრება – ვეძებდი დანარჩენებს, გავდიოდი “კარებში” და ვცდილობდი სხვების “გაშვებას”… და ბოლოს – მას შემდეგ, რაც გავიცანი ყველა შვილობილი (თუ წაიკითხავთ, თავად მიხვდებით, როგორ ოსტატურად გამოძერწა მწერალმა თითოეული მათგანი) – გავედი ფინალში… და გავიმარჯვე… ან იქნებ დავმარცხდი? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ…
P.S. “ქარჩხაძის გამომცემლობას” ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან 🙂 ასეთი კარგი წიგნის გამოცემისა და ზოგადად ასეთი კარგი მწერლის პოპულარიზაციისთვის.
ბოლო კომენტარები