სკანდინავიური (და ზოგადად ნორდიკული) ლიტერატურა რომ განსაკუთრებულია, ეს დადგენილი ფაქტია. ამას ბიბლიოფილთა უმეტესობა ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობაში ხვდება – როდესაც ასტრიდ ლინდგრენის გენიალურ (ამ შემთხვევაში ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები) შემოქმედებას ეცნობა. შემდეგ კი გრძელდება… გრძელდება მოგზაურობა სკანდინავიაში…
ამჯერად ამ გზამ პერ ლაგერკვისტსა და სელმა ლაგერლოფთან მიმიყვანა. შვედი ნობელიანეტების შემოქმედებას აქამდეც ვიცნობდი და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს სულ სხვა სამყაროა – სამყარო, რომელშიც ყველა და ყველაფერი სიყვარულისკენ მიდის და მის ნაკლებობას ებრძვის… დიახ, უკვდავებისთვის განწირული აჰასფერიცა და ახალი წლის ღამეს “ეტლი-მოჩვენების” მეფორნედ ქცეული დავიდიც უსიყვარულობის გამო დაისაჯნენ და მხოლოდ სიყვარულით თუ შეძლებდნენ გადარჩენას… შვედურ ნოველებში ასეა… ცხოვრებაშიც ასე ხდება და იმიტომ…
P.S. წაიკითხეთ შვედური ნოველები (“მეფორნე” ქართულადაც გვაქვს) და კიდევ ერთხელ დაფიქრდით სიყვარულის მნიშვნელობაზე… მე კი მანამდე სკანდინავიის კიდევ ერთ ქვეყანაში – ნორვეგიაში – “შევიხედავ” და კნუტ ჰამსუნზე მოგიყვებით.
ბოლო კომენტარები