უბედური სიყვარული ჰამსუნისგან

ნორვეგიელ ნობელიანტ კნუტ ჰამსუნს ალბათ ყველა ლიტერატურის მოყვარული იცნობს, თუმცა ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს მის შემოქმედებას (ხელოვნება ხომ ზოგადად ძალიან სუბიექტური რამაა). ჩვენთან განსაკუთრებული პოპულარობით “მისტერიები” სარგებლობს, მაგრამ პირადად მე ყვითელკოსტუმიანი იოჰან ნაგელის მართლაც ძალიან საინტერესო ამბავს მაინც “შიმშილი” მირჩევნია (“მიწის მადლი” ჯერ არ წამიკითხავს და ვერ შევაფასებ). სწორედ ამ ორმა სასიამოვნო “გამოცდილებამ” (რასაც ვერ ვიტყვი მის ჩანაწერებზე კავკასიაში მოგზაურობის შესახებ) გადამაწყვეტინა კიდევ ერთხელ ნორვეგიაში გამგზავრება და ჰამსუნის სამყაროში “შეხედვა”…

“პანი” და “ვიქტორია” ჰგავს კიდეც ერთმანეთს და თან ძალიან განსხვავებულიცაა. სწორედ თემატური მსგავსება გახლდათ ის, რამაც იმედგაცრუების შეგრძნება დამიტოვა, თუმცა ეს ბატონი კნუტის “ბრალი” ნაკლებადაა. უბრალოდ მე არ მივეკუთვნები იმ მკითხველთა რიცხვს, რომლებსაც უბედური სიყვარულის შესახებ დაწერილი წიგნები იზიდავთ… უფრო მეტიც – ასეთი არც ფილმები მიყვარს და ზოგადად ძალიან (იქნებ ზედმეტადაც) შორს ვარ ყოველგვარი რომანტიკისგან… ალბათ ამიტომაც მეწისქვილის ვაჟისა და არისტოკრატი ვიქტორიას სიყვარულის ისტორია სრულიად გულგრილად ჩავიკითხე (სოციალური უთანასწორობა ნამდვილად არ არის სიახლე) და ვერც გლანისა და ედვარდას “უაზრო” ურთიერთობამ გამომიკეთა ხასიათი (მათ ამბავს ბუნებამაც ვერ “უშველა”)… აჯობებს, თუ ისევ ფილიპ დიკს “ვთხოვ დახმარებას”… თქვენ კი, თუ უბედური სიყვარული ჩემსავით არ “გაფრთხობთ”, მოიძიეთ ჰამსუნის ქართული (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის”) გამოცემები… იქნებ ჩემზე მეტად გაგიმართლოთ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: