პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავლის სამყაროში! გგონიათ, რომ იდეალური ცხოვრება გექნებათ? თქვენ ცდებით! აქაურობა ძალიან ჰგავს ჯეისონ ტავერნერისა და ჯო ჩიპის ყოფას და ამასთანავე ძალიან განსხვავდება. ირგვლივ ძალიან ცხელა და ისეთი მოსაწყენია ყველაფერი, რომ მხოლოდ ასე გავრცელებული ნარკოტიკი თუ გიშველით… ან პალმერ ელდრიჩი… თუმცა ვინ იცის… შეიძლება პალმერ ელდრიჩი სულაც არ არის ის, ვინც ჩვენ გვგონია… შესაძლოა ის ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ან – სულაც ღმერთი, ან – ეშმაკი… ეს არავინ იცის და არც ის იცის ვინმემ, რომელი რეალობაა ნამდვილი… რომელი დრო… რომელი გმირები… მხოლოდ ერთი რამაა ცალსახა – ეს ყველაფერი ფილიპ დიკის მორიგი შედევრია. მან ჩვეული ოსტატობით ჩააქსოვა თავის ქმნილებაში უამრავი ალუზია და შექმნა პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა!

P.S. ამ წიგნმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ფილიპ დიკი გენიოსია! დიახ, დიახ, ეს ასეა და ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ ფანტასტიკის მოყვარული ვარ. ჩემი მოკრძალებული აზრით, მისტერ ფილიპი სცდება ჟანრის ჩარჩოებს და ზოგადად “ლიტერატურული გენიოსია”… და ძალიან მიხარია, რომ უკვე მისი მრავალი წიგნი გვაქვს ქართულად. მათ შორის “პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმაც”… თან რა გარეკანით (რომელსაც წაკითხის შემდეგ კიდევ უფრო დააფასებთ)…

P.P.S. სარკეში უნდა ჩავიხედო. იმედია, თვალები, კბილები და ხელები ადგილზე მაქვს… სტიგმების მეშინია… პალმერ ელდრიჩის სტიგმების…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ფილ დიკის ღმერთი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: