ზეიდის თეთრი კბილები

იცნობთ ზეიდი სმითს? არ გამიკვირდება, თუ არა. ის არც თანამედროვე მკითხველთა კერპი ჯოან როულინგია და არც კლასიკის მოყვარულთა სათაყვანებელი ჯეინ ოსტინი, თუმცა ნამდვილად არის ის ქალი, რომელმაც ბრიტანული ლიტერატურა კიდევ ერთხელ შეცვალა… დიახ, დაიხ, არ ვაჭარბებ. შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ და ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” მორიგი წიგნი გადაშალოთ… გადაშალოთ და ჩაიძიროთ ზეიდის სამყაროში…

ეს სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და უამრავ ადამიანსა თუ თემას მოიცავს. სწორედ ამის გამოა ის ასე მნიშვნელოვანი. მეორე მსოფლიო ომი, ემიგრაცია, ისლამური ფუნდამენტალიზმი და იეჰოვას მოწმეები, რასიზმი, მეცნიერება, გენდერული თუ ლგბტ პრობლემები… და ეს ყველაფერი არ არის. ჯონსები, იკბალები და ჩალფენები ფესვებს მოსწყდნენ და ხელთ შერჩათ ცხოვრება, რომელიც ხელოვნურ კბილებს ჰგავს – ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურება, თუმცა მაინც ხელოვნურია… ხელოვნურია ბედისწერის ღიმილიც, რომელიც თითქოს თეთრი კბილებით “უნათებს” მათ გზას, სინამდვილეში კი უკან წარსულისკენ “ექაჩება” და თითჴეულ მათგანს აუტანელ ტკივილს აყენებს… ზუსტად ისეთს, როგორიც კბილის ტკივილია…

P.S. წიგნი ორიოდე კვირის წინ დავასრულე და დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი მასშტაბური წიგნი ზეიდი სმითმა დაწერა. არჩი, სამადი, კლარა, ალსანა, ნინა, აირი, მაჯიდი, მილათი, ჰორტენზია, ჩალფენები (ისინი იმდენად “ჩალფენურები” არიან, რომ ვერც კი დავაცალკევებ) და სხვა ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი გმირები, ძალიან ბევრი აქტუალური პრობლემა და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ლამის ერთ წიგნად ღირებული ეპიზოდი მეორე მსოფლიო ომიდან, შექმნა 25 წლის გოგომ! დიახ, ამ წიგნის გამოსვლისას ის ჩემზე უმცროსი იყო და მან ეს შეძლო!

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: წვრილმანების ღმერთი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: