ერნესტ ჰემინგუეის სულ ცოტათი მაინც თუ იცნობთ, შეუძლებელია არ მოგწონდეთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი წიგნები ცალსახად გენიალურია (ლიტერატურა იმდენად სუბიექტურია, რომ ასეთი წიგნები უბრალოდ არ არსებობს). თავად ერნესტია საოცრად მიმზიდველი… და კიდევ მისი დრო…
ერნესტი და მისი თაობის (დაკარგული თაობის) მწერლები საკუთარ დროზე გვიამბობენ ხოლმე და სწორედ ამაშია მათი ხიბლი. ამიტომაა საინტერესო მოთხრობების კრებული “ჩვენს დროში”. სმირნის პორტის “საომარი” ამბავი, ინდიელების სოფელში ახალი სიცოცხლის ამქვეყნად მოვლენა, მშვიდობისმოყვარე ექიმის, გამქრალი სიყვარულის, “მეგობრული სმის”, განადგურებული ადამიანის, მეოცნებე ყმაწვილის, ომიდან შინ დაბრუნებული ჯარისკაცის, რევოლუციონერის, “უცნაური” წყვილის, მოწყენილობისა და აუცილებელი ცვლილებების, ამერიკელი ტურისტების, “სასიცოცხლო მნიშვნელობის” გატაცების, მამის შესახებ მოგონებების, თევზაობის ისტორიები ალბათ თავად ერნესტს გადახდა… ალბათ? არა. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ნამდვილად ასე მოხდა… მე მჯერა… მჯერა, რომ ერნესტის დროში ვიმოგზაურე…
ბოლო კომენტარები