თილისმა სტივისგან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის სამყაროში! ამჯერად ის პიტერ სტრაუბთან ერთად გვეპატიჟება ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამერიკაში… და პარალელურ რეალობაში… ან იქნებ რეალობებში? ეს არავინ იცის ჯეკ სოიერისა და კიდევ რამდენიმე რჩეულის გარდა (მათ შორის ვართ ჩვენც – მისტერ კინგის ერთგული მკითხველები). სწორედ პატარა ჯეკთან ერთად მივყვებით ათასი ფათერაკით სავსე გზას და ვცდილობთ, რომ აღმოვაჩინოთ თილისმა გადავარჩინოთ მისი დედა და ზოგადად სამყარო…

…შემდეგ კი ჯეკი იზრდება… იზრდება, მაგრამ არ იცვლება სამყარო. ბოროტება მაინც არსებობს და ახლა უკვე გაზრდილი “რჩეული” ბავშვებზე მონადირე სერიული მკვლელის კვალს ადგება, რათა შავ სახლში დაბუდებული ბოროტი ძალა საბოლოოდ გაანადგუროს და ამისთვის უკვე დავიწყებულ და “ნევროზად” მონათლულ წარსულშიც კი უწევს დაბუნება… შეძლებს ის ამას? დაამარცხებს ბნელეთის მეფეს? შესაძლებელია კი საერთოდ ამის გაკეთება?

P.S. ჯერჯერობით ქართულად მხოლოდ პირველი ნაწილი გვაქვს (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” სერია “13”-ის ფარგლებში), თუმცა მაინც ვერიდები ორივე წიგნის შესახებ ზედმეტი დეტალების გამხელას. მისტერ სტივს თუ აფასებთ, თავად უნდა ნახოთ ყველა ალუზია, კავშირი “ბნელ კოშკთან” (მე თუ მკითხავთ, ამ უკანასკნელს რომ წავიკითხავ, ეს ამბები “ფაზლის” ნაწილებივით შეავსებს ერთმანეთს. ახლა თითქოს დეტალები მაკლია) და შეიგრძნოთ ბნელი სახლის მძიმე ატმოსფეროს ზეწოლა, თილისმის ნათება, სტივენ კინგის ოსტატობა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: