ადამიანები, რომლებიც იცინიან

ლაშა თაბუკაშვილს, როგორც დრამატურგს, ალბათ ყველა იცნობს. შეიძლება მისი პიესები ყველას არ ჰქონდეს წაკითხული, თუმცა “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” და “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” თეატრის მოყვარულებისთვის ცნობილი და საყვარელი სპექტაკლებია. სწორედ ამიტომ არსებობდა იმის საფრთხე, რომ მისი რომანი ერთგვარი იმედგაცრუება აღმოჩნდებოდა მკითხველებისთვის, მაგრამ შედეგმა ყოველგვარი ეჭვი აღკვეთა – “ინტელექტის” მიერ გამოცემული რომანი თითქოს ორმაგად საინტერესოც კი გამოდგა…

ერთი შეხედვით ბატონ ლაშას ახალი არაფერი დაუწერია. 90-იანების თბილისი უკვე გაცვეთილი თემაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, თუმცა კარგი მწერლების ოსტატობა ხომ ამაშიცაა… ახალგაზრდა გამომცემელი ბექა იშხნელი, მისი ემიგრანტი ნათესავი ლაზარე იგივე გუი და მათ ირგვლივ მყოფი ბევრი პერსონაჟი ძალიან ჩვეულებრივები არიან და სწორედ ამაშია მათი ხიბლი. ისინიც ზუსტად ისევე ცხოვრობენ, როგორც ჩვენ – ძალიან მარტივად, ერთდროულად მხიარულად და ტრაგიკულად… იმიტომ, რომ ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან. მათაც აქვთ ბავშვობის ტრამვები, მძიმე წარსული, აწმყო და მომავალი… მაგრამ მაინც იცინიან გუინპლენივით… მაშინაც კი, როცა საერთოდ არ ეცინებათ… სხვანაირად ვერ იცხოვრებენ და იმიტომ…

P.S. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ზედმეტი არაფერი წამომცდენოდა, რადგან იმედი მაქვს, რომ ამ წიგნს წაიკითხავთ 🙂 კარგი რომ იქნებოდა, ვიცოდი, თუმცა იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე ველოდი… არც იმას ველოდი, რომ ბექასნაირი ჩვეულებრივი ბიჭი მომეწონებოდა ან გუის მშობლების სიყვარულის, ალავერდის ტაძრისა და ბაიკოს ისტორიების მსგავსი, ერთი შეხედვით ბანალური, ამბები ასე დამამახსოვრდებოდა… ალბათ ესაა ამ წიგნის მთავარი “კოზირიც”…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: