ვიქტორინოს ცხოვრება

32764675_929584537222188_2168048273535795200_nმიგელ ოტერო სილვა უცნაური კაცია… ძალიან უცნაური კაცი… თუმცა თუ გავიხსენებთ როდის, სად და როგორ ცხოვრობდა, მაშინვე ყველაფერი დალაგდება… მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ვენესუელა ნამდვილად იყო ის ადგილი, რომელსაც შეეფერება დონ მიგელის სტილი – დიოკლეტიანეს ეპოქაში ქრისტიანობისთვის წამებული ვიქტორინოსა და სხვების ისტორია, რომელსაც ძალიან ორგანულად ებმება სამი ვენესუელელი ვიქტორინოს ამბავი, რომელთა ცხოვრებაც გარემოს შესაბამისად ვითარდება. ერთი ბინძურ ქოხში იბადება, მეორე “ლუქსში” იწყებს ცხოვრებას, მესამე კი სხვა ახალშობილებთან იყოფს პალატას. მომავალიც ასეთივე აქვთ – ვიქტორინო გზას სცდება და საეჭვო საქმეებში ეხვევა… ვიქტორინო მდიდრულ ავტომობილს დააქროლებს ქუჩებში და თავისებურად “ერთობა”… ვიქტორინო ბანკის მძარცველებს უკავშირდება და მათთან ერთად გეგმავს “ოპერაციას”… სამი ვიქტორინო სამი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ რეალურად სამივე იმ გარემოს მსხვერპლია, რომელიც მათ მშობლებს აიძულებს, რომ შვილებს “თვალი აარიდონ”… ოთხი ვიქტორინოს ბედი სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო… მათ და მათ დედებს უნდა შესძლებოდათ სიცილი და ტირილი… რომ არა ვენესუელა… რომ არა რომი… რომ არა სამყარო, რომელიც ადამიანებს უკრძალავს ტირილს, როდესაც ეტირებათ…

P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ნახევარი წლის შემდეგ უკვე ქართული თარგმანიც გვაქვს. ის ბათუმელები “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: