გაუმარჯოს ფიკუსს!

გაუმარჯოს ფიკუსს, მეგობრებო, გაუმარჯოს! თავიდანვე შევეგუოთ ფიკუსის ძალას და შემდეგ შევუდგეთ გორდონის გაცნობას. ნელ-ნელა ჩავუღმავდეთ უიღბლო “პოეტის” ცხოვრებას, რომელიც “ხმალამოღებული იბრძვის” ფულის წინააღმდეგ! დიახ, დიახ, გორდონი, რომელსაც ჯიბეში რამდენიმე მონეტაღა აქვს, ვერ ეგუება იმას, რომ სამყაროს ფინანსური კეთილდღეობა მართავს… ან იქნებ ეს უბრალოდ საკუთარი თავისგან გაქცევაა? იქნებ მასაც სხვებივით უნდა, რომ ფიკუსით მორთოს კომფორტული სამყოფელი? იქნებ მშობლების გაფლანგული მემკვიდრეობა, დის ვალი და თაროზე დამტვერილი ერთადერთი კრებული იმდენად აწუხებს, რომ “საყოველთაო ანტი-ფიკუსური აჯანყებით” ცდილობს თავის გამართლებას? ვინ იცის, რა ტრიალებს გორდონის გულში, გარდა ფრიად ბანალური სიყვარულისა…

P.S. ეს წიგნი ნამდვილად არ არის ისე დიდებული, როგორც “1984” ან “ცხოველების ფერმა” (ოდნავ ბანალური თემაა და იმიტომ), თუმცა, თუ მისტერ ჯორჯს აფასებთ, მაინც სცადეთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: