ჩემი საყვარელი ორეული

არსებობს წიგნები, რომლებზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი… არსებობს წიგნები, რომლებზეც ვერ ვსაუბრობთ, რადგან მათში არაფერია განსაკუთრებული… თუმცა არსებობს ისეთი წიგნებიც, რომელთა შესახებ რაიმეს თქმა სულ სხვა მიზეზით გვიჭირს – მათში უმთავრესი შინაარსი, რთული ალუზიები და მოულოდნელი წიაღსვლები კი არა, ემოციაა… ზუსტად ასეთი წიგნია ნინო ხარატიშვილის დიდებული (ჩემთვის ეს ასეა და ამიტომ არ მოვერიდები ასეთ შეფასებას) ნაწარმოები “ჩემი საყვარელი ორეული”…

ნინოს წიგნში ყველაფერია – აკრძალული სიყვარული, ოჯახური პრობლემები, აფხაზეთი… თუმცა გადამწყვეტი აქ ის ქალია, რომელიც გარეკანზე ზურგშექცევით ზის, მაგრამ შეუძლებელია თვალწინ მისი სახე არ დაგიდგეთ… ქალი, რომელმაც თითქოს ბანქოსგან ააგო ბედნიერი ცხოვრება და ერთი სულის შებერვით ჩამოექცა… ერთ წამში გახდა ნათელი, რომ მისი სიმყუდროვე სინამდვილეში სიყალბე ყოფილა… ბავშვობა არსად წასულა, არც სიყვარული, არც საკუთარი თავი… ორეულები ხომ ყოველთვის გვტოვებენ, ჩვენ კი ვრჩებით… ვრჩებით სტელასავით, ივოსავით, ლადოსავით, სალომესავით… ვრჩებით გამოგონილი სინამდვილის წინაშე და უცებ ყველაფერი აზრს კარგავს… ან იქნებ იძენს? იქნებ სწორედ ასეთ დროს ვხვდებით, რომ რაც ადრე “მთლიანი” ცხოვრება გვეგონა, მხოლოდ შეწებებული ნამსხვრევები ყოფილა… და საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას – როდემდე? როდემდე დავხუჭავთ თვალს, როდემდე ვიქნებით არამწეველები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს “იდეალურ” სნობ ქმარს სურს, როდემდე ვითამაშებთ “იდეალური” დედის ან მამის როლს მაშინ, როდესაც შვილს უბრალოდ დედა და მამა სჭირდება… როდემდე ვიცხოვრებთ სხვისი ცხოვრებით? ჩვენი საყვარელი ორეული ხომ მარადიულად ვერ დაგვიცავს?

P.S. სულ ბოლოს მოვუსმინოთ შემსრულებელს, რომელიც წიგნში არაერთხელაა ნახსენები… უბრალოდ მოვუსმინოთ და ასე მაინც შევიგრძნოთ ის ემოცია, რომელზეც ამდენი გესაუბრეთ, თუმცა მაინც ვერაფერი გითხარით… იმიტომ, რომ ის განუმეორებელი გრძნობა, რომელიც კითხვისას და შემდეგ (დღემდე) დამეუფლა, სიტყვებით არ გამოიხატება…

Advertisements

3 Comments (+add yours?)

  1. Trackback: კუდიანები დისკოს სამყაროდან | კეჟერაძის ბლოგი
  2. ortiga
    Feb 05, 2018 @ 18:36:45

    კლავს და აცოცხლებს ეს წიგნი

    Liked by 1 person

    Reply

  3. Trackback: ჟუჟა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: