ბუნდოვანი ცხოვრება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ დიკის სამყაროში! მარსიანელთა შემოტევას ან ალტერნატიულ რეალობას ელით? აქ სულ სხვა – ბევრად უარესი რამ დაგხვდებათ. ეს ხომ უბრალოდ წიგნი არ არის. ეს არის რექვიემი, რომელიც ფილიპმა საკუთარ თავსა და დაღუპულ (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) მეგობრებს მიუძღვნა… და ალბათ ჩვენც… მან ჩვენთვის დაწერა ნაწარმოები ადამიანებზე, რომლებმაც რეალობისგან გაქცევა (სხვადასხვა მიზეზით) ნარკოტიკების მიღების გზით გადაწყვიტეს და შედეგად მიიღეს დანგრეული ცხოვრება… ცხოვრება? არა, ალბათ უფრო სიკვდილი, რომელსაც ოფიციალური სახის მისაღებად მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაღა სჭირდება… სხვაგვარად ვერ დავახასიათებთ მათ არსებობას… სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ცხოვრებას, რომელიც ჰალუცინაციებზე, ფსიქოზებსა და ამნეზიებზეა დაფუძნებული… ცხოვრებას, რომელსაც არ აქვს მკვეთრი ფერები… ცხოვრებას, რომელიც მოჩანს “ბუნდოვნად, სკანერში”…

P.S. როგორც კი ბათუმელების გამოცემა დავხურე, მაშინვე ეს სიმღერა ჩავრთე… სიმღერა, რომელსაც კიდევ ერთი “სკანერის მიღმა” მყოფი შესანიშნავი შემსრულებელი მღერის…

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ფილ დიკის ღმერთი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: