კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ჯანქ-სამყაროში”! მიირთვით შიშველი საუზმე! დაიხ, დიახ, გადაიღეთ, არ მოგერიდოთ! მისტერ ბეროუზი სუფრასთან გიწვევთ, რათა მასთან ერთად კიდევ ერთხელ დააგემოვნოთ “ჯანქ-კერძები”… კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ, რას ნიშნავს ჯანქი… რას ნიშნავს “ჯანქზე შეჯდომა”, “ლომკა”, ბუნდოვანი ცხოვრება, რომლის აზრიც მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს – ჯანქში… და როგორია ჩაშვება – ბოლომდე ჩაფლობა უფსკრულში, რომლიდანაც ვერავინ ამოვა… უფრო სწორად, თითქმის ვერავინ, რადგან მისტერ უილიამი ამოვიდა… ამოვიდა, რათა შემდეგ მივეწვიეთ შიშველ საუზმეზე…
P.S. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ამ თარგმანს (რომელიც სულაც არ არის ცუდი, თუმცა “ჯანქის” შემდეგ ოდნავ ერთფეროვანია) ძალიან მაგარი შემსრულებლის სიმღერაც “დავაყოლოთ”. ბიტნიკების წიგნებს საოცრად უხდება მისი ხმა და თითქოს კითხვის პროცესში ერთგვარი ფონივით ჩამესმის…
ბოლო კომენტარები