შაბათი მაკიუენთან ერთად

რამდენი რამ შეიძლება დაიტიოს ადამიანის ცხოვრების ერთმა დღემ? ალბათ ფიქრობთ, რომ ბევრი არაფერი. ჩვენი ყოფა ხომ ძალიან ერთფეროვანია – დილით ვდგებით, სამსახურში მივდივართ, საღამოს უკან ვბრუნდებით… თუ გაგვიმართლებს და სამუშაო დროზე “გაგვიშვებს კლანჭებს”, იქნებ “სასიამოვნო მიმართულებითაც” გავუხვიოთ… თუმცა დიდად საინტერესო რომ არაფერი მოხდება, ზუსტად ვიცით. თითოეული კვირის დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) წინასწარ გვაქვს დაგეგმილი და ასე მივყვებით დინებას… მაგრამ იენ მაკიუენთან შეხვედრას გადატრიალების მოხდენა შეუძლია… ზუსტად ისეთი გადატრიალების, როგორმაც ჰენრი პეროუნის შაბათი შეძრა…

ერთი შეხედვით ჰენრის განსაკუთრებული არაფერი მოსვლია. მისი შაბათი ჩვენთვის უფრო გარდამტეხი აღმოჩნდა, ვიდრე მისთვის. მოულოდნელობებით აღსავსე დღემ, რომლის განმავლობაშიც 50-ს მიტანებული ნეიროქირურგის მთელმა ცხოვრებამ ჩაგვიქროლა თვალწინ, სამუდამოდ შეგვცვალა! კარგი წიგნების კითხვა ხომ ყოველთვის ასეა – ყოველი წინადადება, გმირი, ისტორია (მერე რა, რომ აქ ერთი დღეა აღწერილი – არც ისტორიაა ერთი და არც გმირი) ერთადერთია და განუმეორებელი… სწორედ ესაა ის, რაც ჩვეულებრივ დღეებს არაჩვეულებრივად აქცევს… ალბათ ასეა, არა?

P.S. ძალიან სამწუხაროა, რომ მისტერ იენის თარგმანი ჯერჯერობით “ცემენტის ბაღით” შემოიფარგლება. იმედია, მალე შეგვემატება ახალი წიგნები და თქვენც დამეთანხმებით, რომ ეს მწერალი ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვეობაში…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: