პავიჩი ქართულად

მილორად პავიჩი უცნაური კაცია… ძალიან უცნაური კაცი… ამას ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როცა “ქარის შიგნითა მხარე” წავიკითხე, თუმცა მისი “უცნაურობა” კიდევ უფრო ღრმა ყოფილა, ვიდრე მეგონა. რატომ? ახლავე გიამბობთ.

ბატონ მილორადთან ახალი შეხვედრა “შვიდი მომაკვდინებელი ცოდვით” დავიწყე და მთლიანად ჩავიძირე მის სამყაროში… ცოდვებში… პავიჩმა, დანტემ და ბოსხმა შვიდივე ცოდვა განმაცდევინეს – მე გავხდი გარყვნილების, ნაყროვანების, ანგარების, უქნარობის, მრისხანების, შურისა და ამპარტავნების მოწმე…

შემდეგ საწერი მოწყობილობების ზანდუკს ავხადე თავი და კიდევ ერთ “უცნაურ” – ნახევრად რეალურ და ნახევრად არარეალურ სამყაროში ამოყავი თავი…

ბოლოს კი კონსტანტინოპოლში გავემგზავრე და ტაროს კარტი გავშალე, რათა ასე მაინც გამეგო, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში

…და კიდევ ერთძელ დავრწმუნდი, რომ მილორად პავიჩთან ურთიერთობა მარტივი სულაც არაა… მეტიც – დიდი მოთმინება სჭირდება, თუმცა ეს შრომა ბოლოს ნამდვილად ფასდება…

P.S. პავიჩი ქართულად “ინტელექტის” დახმარებით “ამეტყველდა”. ასე რომ, მოიძიეთ. მეც აუცილებლად განვაგრძობ მასთან ურთიერთობას, რადგან მგონია, რომ ბოლომდე ჯერაც ვერ გავუგე…

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: