კუდიანები დისკოს სამყაროდან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დისკოს სამყაროში! აქ უკვე იყავით? მაშინ მით უფრო უნდა გიხაროდეთ საყვარელ გმირებთან შეხვედრა… იცით ვინ გელით? კუდიანები! დიახ, დიახ ჩვენი ძველი ნაცნობი კუდიანები… და კიდევ უამრავი ძალიან მაგარი პერსონაჟი… მაგალითად, მოჩვენებად ქცეული მეფე, მისი მკვლელი, რომელიც “მაკბეტური” სენითაა შეპყრობილი, ზემოთხსენებული მეფის მემკვიდრე, მასხარა და ა.შ. მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც ქალბატონი ესმე და მისი ორი “კოლეგა” ასრულებენ… მერე რა როლს – ათასგვარ ხრიკს ხმარობენ, რომ როგორმე სამართლიანობა აღადგინონ სამეფოში (თავმოყვარე კუდიანი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ როდესაც ასეთი უსამართლობა სუფევს, წესები რა მოსატანია)… ამას როგორი ხალისით აკეთებენ, თავადაც მიხვდებით. სერ ტერიმ ხომ ზუსტად ისეთი პერსონაჟებით დაასახლა თავისი სამყარო, საახალწლო განწყობას რომ შვენის…

P.S. რადგან წელს ბლოგისადმი ინტერესი არ შემცირებულა (პირიქით, სტუმართა რაოდენობამ მოიმატა), ამიტომ 2018-ში ისევ შევხვდებით. მანამდე კი წლის გამორჩეულ მოგზაურობებს გადავხედოთ:

P.P.S. ამასობაში ახალმა წელმაც მოგვიკაკუნა. გილოცავთ და კარგ “ბიბლიო-წელს” გისურვებთ 🙂 ახლა კი დელასა და ჯეიმსის ისტორიას ჩავუსხდეთ. ეს ხომ მთავარი საახალწლო ტრადიციაა 🙂

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. Molly Bloom's Day
    Dec 30, 2017 @ 21:33:49

    რას ჰქვია, შემცირებულა, რას ჰქვია, არ შევხვდებით 🙂 ეგეთები არ იყოს 🙂 ამ ბლოგს რამდენი წელია ვკითხულობ, აღარც მახსოვს. ჩემსას რომ მივხურავ და მკითხველების ამპლუაში გადავინაცვლებ, აქაურობის იმედი მაქვს 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 30, 2017 @ 22:59:01

      რა დროს მიხურვაა 🙂 ჯერ 10 წლის იუბილე გადავიხადოთ ვერანდაზე და მერე ვნახოთ 😉

      Liked by 1 person

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: