დისკოს სამყაროს პირამიდები

ისევ დისკოს სამყაროში ვართ, მეგობრებო! დიახ, ისევ სერ ტერი გვეპატიჟება და მერე სად – ჩვენი საყვარელი სამყაროს ძალიან საინტერესო და განსხვავებულ ნაწილში – პირამიდების სამყოფელში!

გგონიათ, რომ ეგვიპტურ ცივილიზაციას იხილავთ? სულაც არა. ამ უძველეს სამეფოში საშინელი ჩამორჩენილობა სუფევს (კანალიზაცია და საწოლიც კი უკვირთ), თუმცა როდესაც მკვლელთა გილდიის აღსაზრდელი ტახტის მემკვიდრე ბრუნდება, ყველაფერი თავდაყირა დგება… ან იქნებ პირიქით – უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ სწორდება… ამაში კი ყველა იღებს მონაწილეობას – ახლადგამომცხვარი მეფე და მხევალი, აქლემი და კუ, ღმერთები და ქურუმები, არქიტექტორები, “მუმიფიცირების სპეციალისტები” და თვით მათი კლიენტებიც კი – ანუ მრავალი საუკუნის წინათ პირამიდებში “დასახლებული” მუმიები… და მერე იწყება… დიდი ამბები იწყება…

P.S. ვერ გეტყვით, რომ ეს სერ პრატჩეტის საუკეთესო ნაწარმოებია (თუმცა, თუ კარგად ჩავუღმავდებით, ტერი მეტად “ფილოსოფოსობს” და შესანიშნავად იყენებს თავის საყვარელ იარაღს – ირონიას), თუმცა მისი შეუდარებელი იუმორი ყველაფერს “შველის” 🙂 ასე რომ, თუ ამ მართლაც დიდებულ ავტორს აფასებთ და უცხო ენებზეც კითხულობთ, მოიძიეთ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: