კინო პირველ პირში

“ეს წიგნი არის ხელოვნებაზე და მის ეთიკაზე, თავგანწირვაზე, ცხოვრების ჭეშმარიტ ფასეულობებზე და ასევე კინოს ჯადოსნურობაზე.” (ნუცა ალექსი-მესხიშვილი – მთარგმნელი)

ფრანსუა ტრიუფოს ალბათ ყველა კინომოყვარული იცნობს. მისი თუნდაც ერთი ფილმი მაინც ბევრს ექნება ნანახი, თუმცა სულ სხვაა კინო პირველ პირში… სულ სხვაა იმ ფრანსუას გაცნობა, რომელიც კამერის მეორე მხარეს იდგა და ქმნიდა შედევრებს, უყურებდა დიდი რეჟისორებისა და მსახიობების გენიალურ ნამუშევრებს…

ფრანსუა ტრიუფოს ჩანაწერები სხვა თვალით დაგანახებთ ბევრ საყვარელ შემოქმედსა თუ ფილმს და კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ კინოს დიდი ძალა აქვს. კინო არის ის, რასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. დიახ, ეს ნამდვილად ასეა! ფილმმა “400 დარტყმა” შეცვალა სამყარო… ანტუან დუანელის ცხოვრებამაც… ჩარლი ჩაპლინის სევდიანმა სიცილმაც… ლილიან გიშის ღიმილმაც… ალფრედ ჰიჩკოკის სასპენსმაც… იტალიურმა ნეორეალიზმმა, ფრანგულმა ახალმა ტალღამ, მე-20 საუკუნის ჰოლივუდმა მოახერხეს ის, რასაც ლიტერატურა აკეთებს – ოდნავ უკეთესი გახადეს მაყურებელი… დღეს ასეთი კინო იშვიათია, მაგრამ ვინ იცის… იქნებ დაბრუნდეს ის დრო, როდესაც კინოში მთავარი არ იყო ეფექტი და სესილია თაყაიშვილის უხმო გლოვა და ჯულიეტა მაზინას ცრემლიანი თვალები მთელ ფილმად ღირდა… იქნებ კიდევ გამოჩდნენ ფრანსუა ტრიუფოს (ან თუნდაც ინგმარ ბერგმანის, ანდრეი ტარკოვსკის ან აკირა კუროსავას, რომლებსაც, მიუხედავად “არაეფექტური სტილისა”, ასევე ძალიან ვაფასებ) მსგავსი ნამდვილი (!) რეჟისორები, რომლებიც ფაქტობრივად არაფრისგან ქმნიდნენ ჯადოსნურ კინოს…

P.S. მოდით და ნუ დაიჯერებთ, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს 🙂 გამომცემლობა “სეზანის” ამ შესანიშნავ წიგნს (გადასარევი ილუსტრაციებით) სრულიად შემთხვევით გადავაწყდი საახალწლო ფესტივალზე და წელი დიდი სიამოვნებით დავიწყე.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Trackback: ბერგმანის სიზმრები | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: