რეიჩელი

ვინ არის რეიჩელ ეშლი? ცივსისხლიანი მკვლელი თუ უსამართლობის მსხვერპლი? გაინტერესებთ პასუხი ამ კითხვაზე? მაშინ დაფნა დიუ მორიეს უნდა მიმართოთ. რებეკას შემდეგ მან შექმნა კიდევ ერთი იდუმალი ქალი, რომელიც ბოლომდე ამოუცნობი რჩება. ბოლო გვერდამდე (იქნებ მერეც) ვერაფრით მიხვდებით გაიმეტა თუ არა იტალიელი დიდგვაროვნის ქვრივმა თავისი მეორე ქმარი… ან იქნებ ეს მხოლოდ მისი გარდაცვლილი მეუღლის ბიძაშვილისა და მემკვიდრის ფანტაზიის ნაყოფია? ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად რთულია – ჯერ იმიტომ, რომ მთხრობელი თავად მისტერ ეშლია (ანუ ერთი მხრიდან ვხედავთ მოვლენებს)… თან მდიდარი მიწათმფლობელის მოულოდნელი სიკვდილი თავისთავად იწვევს ეჭვებს – მისი მემკვიდრეობა ხომ ასეთი სასურველია…

ნელ-ნელა მისის დიუ მორიე კიდევ უფრო რევს კვალს და “საქმეში” უმნიშვნელოვანეს ფაქტორს – სიყვარულს – ამატებს და უარესად ამძაფრებს მდგომარეობას. ახლა რაღა უნდა რეიჩელს? მართლაც იზიდავს ახალგაზრდა მისტერ ეშლი თუ აქაც ანგარება ამოძრავებს? ვინ იცის, ვინ იცის… ალბათ მხოლოდ დაფნამ, რომელმაც საოცარი დასასრული შემოინახა ჩვენთვის… ისეთივე საოცარი, როგორიც მენდერლიში…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: