საუბარი ირმასთან

“ისეთ წიგნებზე ვგიჟდები, კითხვას რომ გაათავებ და ინატრებ – ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო, და ტელეფონითაც რომ დაურეკავ, როცა მოგინდება.ეს კი იშვიათად ხდება.” (ჯერომ სელინჯერი – “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…”)

…და ეს მოხდა! ირმა ტაველიძის ტექსტების კრებული ზუსტად ისეთი წიგნია, ავტორთან დიალოგის ილუზიას რომ გიქმნის… ასე გგონია, მასთან ერთად ბუხრის წინ ზიხარ და ისმენ მის ისტორიებს ბებიის, სკოლის, 90-იანების, “საბჭოური” ბავშვობის, თარგმანის, ჯეინ ოსტინის, დიკენსისა და მაინ რიდის შესახებ… ისმენ და თან ისე განიცდი, როგორ საკუთარ ამბავს… საკუთარი არაა, აბა რა არის… ეს ხომ თითოეული ჩვენგანის ან ჩვენი მშობლების წარსულია… ჩვენც ხომ ზუსტად ასე ვცდილობდით ბნელი წლების გაფერადებას პატარ-პატარა “სინათლეებით” – ქვრივი ბებიის მოყოლილი ძველი ამბებით, დადგმული წარმოდგენებით, ახალი ნაძვის ხეებით, უთავო მხედრის, დევიდ კოპერფილდისა და ემას თავგადასავლებით… ჩვენც ზუსტად ამ ქვეყანაში ვიცხოვრეთ, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ… ირმას ქვეყანაში…

P.S. სერია “Et cetera”-ს  (და ზოგადად ამ გამომცემლობის სერიებს) მხოლოდ იმიტომ “მივყვები”, რომ ასეთ “მოულოდნელ” რაღაცებს აღმომაჩენინებს ხოლმე. ირმა ტაველიძე რომ ძალიან კარგი მთარგმნელია, ვიცოდი, თუმცა, რომ არა “დიოგენე”, ვერ შევაფასებდი მას, როგორც საკუთარი ტექსტების ავტორს… ვერ წავიკითხავდი ჩემს უპირობო ფავორიტ “იულია ტ.-ის მკვლელობის ამბავს”…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: