ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა… ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი იყო (როგორც თითქმის ყველა საგანი, ისეც ერთფეროვნად და “განმეორებადად” მეჩვენებოდა), თუმცა ინფორმაციის მიღება სასწავლო დაწესებულების მიღმაც ხომ შეიძლება (მგონი, ამ გზით ბევრად მეტი რამ შევიტყვე, ვიდრე “ტრადიციული” მეთოდით)… მაგალითად, ბორის აკუნინის მონათხრობიდან, რომელიც ხშირად გვეპატიჟება ხოლმე ისტორიის ლაბირინთებში, მათ შორის თავისი ბლოგის “გავლითაც”…
ბატონი ბორისის ჩანაწერების კრებული ზუსტად ისეთი წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება, “გემრიელად” რომ უნდა მოკალათდე და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო. სანდო მეგზური არ გყავს თუ რა? აქეთ საფრანგეთის ისტორიული გმირები გიქნევენ ხელს, იქეთ – იაპონელები… და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი საყოველთაოდ ცნობილი თუ მივიწყებული ადამიანი… ის გაფერხებთ, რომ ისტორია ჩემსავით არ გიყვართ? ნურც ამაზე იდარდებთ… აკუნინი ხომ ის კაცია, ყველანაირი გემოვნების მკითხველებისთვის რომ აქვს მომზადებული “დახვეწილი კერძი”… სულ ცოტა ნდობა და დიდად ისიამოვნებთ…
P.S. სამწუხაროა, რომ ჩვენი საყვარელი ბორისის ბლოგების (როგორც ბეჭდურად, ისე ონლაინ) წაკითხვის საშუალება მხოლოდ რუსულენოვან მკითხველებს გვაქვს. არადა, არ იქნებოდა ცუდი ერთი კარგი ქართული კრებულის გამოცემა 😉
თებ 09, 2018 @ 21:16:47
ბლოგი მართლა მაგარი აქვს, მაგრამ ბლოგს ვინ ჩივის, ფანდორინი მიაგდეს ჩვენებმა შუა გზაზე. სულ სამი თარგმანი გამოწირეს და გაგრძელება დაეზარათ.
LikeLike
თებ 09, 2018 @ 21:21:25
ჩემი გამომცემლობა რომ მქონდეს, პირველ რიგში ამას გამოვასწორებდი 🙂 მოგებას რამდენად მომიტანდა არ ვიცი, მაგრამ მაინც :))
LikeLiked by 1 person
თებ 09, 2018 @ 21:25:01
თანამედროვე მწერალი, დეტექტივი, ქართული ფესვები… არ ვიცი, არ მგონია, კოკისპირულად და უიმედოდ წამგებიანი პროექტი გამოსულიყო.
LikeLike
თებ 09, 2018 @ 21:27:30
არც sci-fi ჩანდა მომგებიანი და კი გაამართლა 🙂
LikeLike
თებ 09, 2018 @ 21:49:26
ხარისხიანი ყველაფერი ამართლებს )
LikeLiked by 1 person