რასაც თან დაათრევდნენ

რა არის ომი? ამაზე უამრავი მწერალი წერს, უამრავი რეჟისორი უძღვნის ფილმს… თუმცა სინამდვილეს მხოლოდ ისინი უახლოვდებიან, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ომი (ესეც კი ვერ გვიჩვენებს ბოლომდე რეალობას – ჩვენ ხომ მაინც “მესამე პირის” თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს)… მათ შორისაა ტიმ ო’ბრაიენიც – კაცი, რომელმაც თავად ნახა ჯოჯოხეთი სახელად ვიეტნამი…

მისტერ ტიმი სულ ომზე წერს… წერს იმიტომ, რომ გათავისუფლდეს… გათავისუფლდეს იმ მძიმე ტვირთისგან, რომელსაც უკვე მრავალი წელია თან დაათრევს… ის უკვე აღარ არის 20 წელს ახლახანს გადაცილებული ჯარისკაცი ტიმი, მაგრამ არსად წასულან ის ბიჭები, რომლებიც ჯუნგლებში საკუთარი არსებული თუ უკვე მოგონებად ქცეული შეყვარებულებისა და ცრურწმენების “ხათრით” გადარჩნენ… ან დაიღუპნენ… ერთ წამში გაქრნენ და თანამებრძოლთა გულებში სიკვდილისა და სილაჩრის გამოჩენის შიში, დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრეს… მაგრამ გათავისუფლდა კი ტიმი? ვერა… აკი თავადაც წერს, რომ ეს შეუძლებელია. შეიძლება მას ბევრი დაბრუნებულივით ყულფში არ გაუყვია თავი, თუმცა მხრებზე ისევ აწევს უმძიმესი ტვირთი – მის მიერ მოკლული ახალგაზრდა ვიეტნამელი, ქაქში ჩამხრჩვალი, ნაღმზე აფეთქებული თუ სნაიპერის ტყვიას შეწირული მეგობრები… ეს ისაა, რასაც ვერასდროს ივიწყებენ, მაგრამ რაზეც უნდა ილაპარაკო… თუნდაც პროფესიად აქციო ყველაფრის მოყოლის დაუოკებელი სურვილი… მხოლოდ ასე შეიძლება მძიმე “ზურგჩანთის” შემსუბუქება… სულ ცოტათი მაინც…

P.S. ბოლოს სერია “ამერიკელების” ამ ძალიან კარგ წიგნს გენიალური ფილმის შესანიშნავი საუნდტრეკიც “დავაყოლოთ”:

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: