კარგი კაცი სანთლით საძებარია

კარგი კაცი სანთლით საძებარიაო… ასე დაასათაურა ფლენერი ო’კონორმა თავისი კრებული… და განა ასე არ არის? სად არიან კარგი კაცები, მაშინ, როდესაც ბავშვები ან დაბადებამდე არ უნდათ, ან ყურადღებას არ აქცევენ, ან ეს ბავშვები ურჩხულებად იზრდებიან და ისეთ რაღაცებს სჩადიან, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ? ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ სანთლით თუ მოძებნით და ძალიან იშვიათად გადააწყდებით… ზოგჯერ გეგონებათ, რომ შეუძლებელია… რომ ასე სახალისოდ დაწყებული ამბავი (როგორც პირველი მოთხრობა) ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ფლენერი ისე იქცევა, როგორც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება… ყველაფერს სწორედ ისე ასრულებს, როგორც ეს სინამდვილეში ხდება – ტყვიით, ცრემლით, ცეცხლით… და სამი წერტილით…

P.S. ეს ძალიან კარგი კრებული (ვრცლად ვერაფერი გითხარით, რადგან მოკლე მოთხრობების “მუღამის” გამხელა არ მინდა, მაგრამ რაც კარგია, კარგია:)) “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ნაწილია. თუ გიყვართ მოთხრობები, აუცილებლად მოიძიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ჟანრი არ მიზიდავს, მაინც მომეწონა და, მგონი, ეს უკვე ნიშნავს, რომ მისის ო’კონორმა ურიგო წიგნი სულაც არ შემოგვთავაზა… თან შეგიძლიათ მის ბიოგრაფიასაც გაეცნოთ – ქალი, რომელმაც, მიუხედავად უმძიმესი სენისა, ასეთი მემკვიდრეობა დატოვა, ნამდვილად არის ყურადღების ღირსი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: