ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ

ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ… რომენ გარი შორს არ წასულა – პარიზში დაასრულა სიცოცხლე… განშორდა იმ სამყაროს, რომელშიც ბარბითზე უკრავენ, კაცთმოყვარეობა, ხელოვნება, საშობაო ზღაპრები, გმირობა, სიყვარული, ერთგულება, პროგრესი, უმანკოება და დიდება, ისტორია და სიგიჟე სულ სხვაგვარად ესმით… ალბათ ამიტომ მიიღო რომენმა ასეთი გადაწყვეტილება და არა ნერვიული დეპრესიის გამო, რომელიც მას შემდეგ სტანჯავდა, რაც ზრდასრული გახდა… არც ჯინ სებერგზე დარდის გამო, რომელსაც 10 წლით ადრე დაშორდა… უბრალოდ პერუში გაფრენა უნდოდა და სხვა გზა ვერ იპოვა… სხვაგვარად ვერ გაჰყვა ჩიტებს…

P.S. ეკატერინე სუმბათაშვილის ეს ძალიან კარგი თარგმანი ბათუმელების “უკვდავი ბიბლიოთეკის” ნაწილია… მართლაც უკვდავია რომენ გარი, არა? მხოლოდ მისნაირ ოსტატს შეუძლია რამდენიმე გვერდში ასეთი სრულყოფილი ტექსტების აწყობა – ასეთი შესანიშნავი ფაბულითა და მოულოდნელი დასასრულით… თითოეულ მოთხრობაზე განზრახ არ ვჩერდები – არ მინდა ზედმეტი რამ წამომცდეს, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ გადასარევი კრებულია… თან აქ ის მოთხრობაც აღმოვაჩინე, რომელმაც წლების წინ დღეს უკვე ჩემს ფავორიტთა შორის მყარად დამკვიდრებული მწერალი გამაცნო – “უმანკოება მწყურია”:)

P.P.S. თუ დაინტერსდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ – როგორც “ტრადიციულ” მაღაზიებში, ასევე booksale.ge-ზე (რაც, ჩვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, უფრო კომფორტულიც კია).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: