ცხოვრება ბადის ქვეშ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯეიკ დონაჰიუს ცხოვრებაში! არ მოგერიდოთ – ის ხომ თავად გვეპატიჟება. მეტიც – დიდი ხალისით გვიამბობს იმის შესახებ, თუ როგორ დარჩა ერთ “მშვენიერ” დღეს უსახლკაროდ, ფაქტობრივად ულუკმაპუროდ (ისიც გაუგებარია, მანამდე როგორ ცხოვრობდა – ასეთი ზარმაცი ადამიანი თარგმნას მაინც ახერხებდა?) და როგორ ეცადა სიტუაციის გამოსწორებას… გამოსწორებას? მგონი, არასწორი სიტყვა გამოვიყენე. იმ ავანტიურას, რომელიც მან წამოიწყო მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება კი არა, ამბის უარესად ჩახლართვა ჰქვია… ბადეში უარესად გახვევა… ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია – მასთან ერთად უნდა შევეგუოთ ცხოვრებას ბადის ქვეშ და როგორმე გამოვძვრეთ… ეს რთული სულაც არ არის, რადგან ჯეიკი ფრიად სასიამოვნო მოსაუბრეა – შესანიშნავი იუმორით “აზავებს” საკუთარ ისტორიას და სახალისო ელფერს აძლევს მას… მკითხველებსაც მეტი რა გვინდა… მხოლოდ ცოტაოდენი დრო და სხვა არაფერი…

P.S. სამწუხაროდ, აირის მერდოკს ქართველი გამომცემლები არ სწყალობენ. არადა, არ არის ხელწამოსაკრავი მწერალი – ძალიან ორიგინალური ხელწერა აქვს, ქალის ხელით დაწერილი “მამაკაცური” ხელწერა…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: